სიახლეები
26/07/2021
პრო ბონო ტრენინგი: სოციალური მედიის მართვა
2021 წლის 26 ივლისს კომპანიამ "ეისითი" ჩაატარა პრო ბონო ტრენინგი თემაზე: სოციალური მედიის მართვა. ტრენინგს ესწრებოდნენ სათემო ორგანიზაციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სოციალური ქსელის უპირატესობები, ეფექტური პოსტის შექმნა სოციალურ ქსელში, Storeytelling-ის სოცუალურ მედიაში, ა.შ.
პრო ბონო ტრენინგს უძღვებოდა კვლევისა და საკონსულტაციო გლობალური კომპანიის "ეისითის" სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი - ნინო კალანდია.
ეისითი საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრია 2016 წლიდან.
"საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის". პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.