სიახლეები
26/11/2021
პრო ბონო ვორქშოპი: სამუშაოს მოძიების უნარები
2021 წლის 26 ნოემბერს სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგმა" ჩაატარა პრო ბონო ვორქშოპი თემაზე: სამუშაოს მოძიების უნარები და გასაუბრების ტექნიკები. ტრენინგი ჩაატარა ჯი პი აი ჰოლდინგის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა - მარიამ ფილიპიამ. მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია წარმატებული გასაუბრების ტექნიკების შესახებ. ასევე, შეხვედრის დროს გაიარეს გასაუბრების სიმულაცია, რაც დაეხმარებათ მათ მომავალში გასაუბრების ეტაპის წარმატებით გავლაში.
სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგი" საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრია.
"საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის". პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.