სიახლეები

24/04/2023

რემაინდერის პრო ბონო კონსულტაცია

2023 წლის 24 აპრილს, კომპანია „რემაინდერმა“ კრიზისის მართვის მიმართულებით პრო ბონო კონსულტაციები დაიწყო კავშირ „ორიონთან“.

საკონსულტაციო შეხვედრის დროს „რემაინდერის“ წარმომადგენელმა, გიორგი კალატოზიშვილმა ისაუბრა მედია მონიტორინგის სტანდარტებსა და მნიშვნელობაზე კრიზისული სიტუაციების მართვის დროს, ასევე ნეგატიური კონტექსტის ცვლილების გზებსა და შესაძლებლობებზე კომუნიკაციის პროცესში. პირველი შეხვედრის დასასრულს განისაზღვრა, კონსულტაციის მიზანი, გეგმა და სამუშაო ფორმატი.

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.