სიახლეები
11/05/2022
Saatchi & Saatchi პრო ბონო ქსელის წევრია
2022 წლის მაისში, მარკეტინგული სააგენტო "სააჩი ენდ სააჩი" საქართველოს პრო ბონო ქსელს შემოუერთდა.
სააჩი ენდ სააჩი არის საკომუნიკაციო და სარეკლამო სააგენტო ნახევარსაუკუნოვანი ისტორიით. იგი დაარსდა ლონდონში 1970 წელს და აქვს ოფისები მსოფლიოს 76 ქვეყანაში, ასევე საქართველოში.
Saatchi & Saatchi Tbilisi დაარსდა 2013 წელს და ამის შემდეგ ღირსეული ადგილი იკავებს ქვეყნის წამყვან სააგენტოებს შორის.
"საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.