სიახლეები
13/07/2021
საქართველოს ბანკის პრო ბონო ტრენინგი
2021 წლის 13 ივლისს, 8 სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელთათვის საქართველოს ბანკის თანამშრომლებმა ჩაატარეს პრო ბონო ტრენინგი სოციალური მედიის შესახებ.
პრო ბონო ტრენინგში მონაწილეობდნენ შემდეგი სამოქალაქო ორგანიზაციები: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი - EDEC, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, სოციალური საწარმოების ალიანსი, ასოციაცია "ანიკა", სოციალურ მუშაკთა გაერთიანება, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი
საქართველოს ბანკი პრო ბონო ქსელის წევრია 2015 წლიდან.
"საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის". პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.