სიახლეები
01/12/2020
საქართველოს პრო ბონო ქსელის შეხვედრა
2020 წლის 1 დეკემბერს, გაიმართა საქართველოს პრო ბონო ქსელის ყოველწლიური შეხვედრა. პანდემისს გამო, წელს შეხვედრა გაიმართა ონლაინ ფორმატში. შეხვედრას ესწრებოდნენ პრო ბონო ქსელის წევრი და არაწევრი ბიზნეს კომპანიების და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე პრო ბონო კომპანიებმა წარმოადგინეს საკუთარი პრო ბონო ქეისების პრეზენტაცია და მიღებული გამოცდილება და გამოწვევები გაუზიარეს შეხვედრის მონაწილეებს.
ასევე, პრო ბონო კონსულტანტმა შეაჯამა 2019 და 2020 წლის პრო ბონო ქსელის საქმიანობა და ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე პრო ბონო სერვისების განვითარების მიმართულებით.
შეხვედრაზე საკუთარი პრო ბონო გამოცდილება გაგვიზიარა პარტნიორი (გლობალური ქსელის წევრი) ფრანგული პრო ბონო ორგანიზაციის - Pro Bono Lab-ის წარმომადგენელმა. შეხვედრაზე მოხდა სამომავლო გეგმებზე საუბარიც, კერძოდ ქსელის და პრო ბონო საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე და გააქტიურებაზე.
პრო ბონო ქსელი აერთიანებს იმ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.
ღონისძიება ჩატარდა CSRDG-ის ორგანიზებით, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიცატივა" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით