სიახლეები
13/09/2021
საქართველოს პრო ბონო ქსელს ახალი წევრი ჰყავს
კომპანია "რემაინდერი" საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრია.
კომპანია "რემაინდერი" წარმოადგენს რეპუტაციის მართვის კომპანიას, რომელიც ჩამოყალიბდა 2018 წელს. პრო ბონო მიმართულება კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მიმართულებით დიდი ხანია აქტიურად მუშაობს პრო ბონო ქსელთან ერთად. გთხოვთ, იხილეთ კომპანიის პრო ბონო ქეისები.
"საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.