სიახლეები

25/01/2024

თეგეტა ჰოლდინგის ჩართულობა ტრენინგში

თეგეტა ჰოლდინგის ჩართულობა ტრენინგში "ხილვადობის ციფრული ინსტრუმენტები"

25.01.2024

25-26 იანვარს, თეგეტა ჰოლდინგის თანამშრომლები პრო ბონო საწყისებზე ტრენინგის - „ხილვადობის ციფრული ინსტრუმენტები“ მსვლელობაში ჩაერთნენ და სოციალური მედიის შინაარსობრივი და სოციალური მედიის ვიდეო კონტენტის შექმნის მიმართულებით 6 საათიანი პროგრამა მოამზადეს.

თეგეტა ჰოლდინგიდან პრო ბონოდ, კომპანიის 2 თანამშრომელი სოციალური მედიის განყოფილების უფროსი - მაიტო გულისაშვილი და კონტენტ მენეჯერი საბა ჩაჩუა ჩაერთო.

შეხვედრა 14 სამოქალაქო ორგანიზაციისთვის 18 წარმომადგენელი ესწრებოდა გურიის, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონიდან. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ კომუნიკაციის თანამედროვე ინსტრუმენტებს, მათი გამოყენების ტექნიკურ საშუალებებსა და შინაარსის დაგეგმვის ფორმებს.

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის.“ პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.