სიახლეები
09/02/2023
თეგეტა ჰოლდინგის პრო ბონო კონსულტაცია
2023 წლის თებერვალი კომპანია თეგეტა ჰოლდინგმა დაიწყო პრო ბონო კონსულტაცია, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური საწარმო „ორბის ბუდეს“ დახმარებას ონლაინ მედია მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებასა და ონლაინ მედია არხების გამართვაში.
9 თებევრვალს გაიმართა პირველი საკონსულტაციო შეხვედრა, რომელშიც კომპანია თეგეტა ჰოლდინგის სამი თანამშრომელი იყო ჩართული. შეხვედრის დროს, სოციალური საწარმოს დამფუძნებელმა, პრო ბონო კონსულტანტებს არსებული მარკეტინგული გეგმა გააცნო. ასევე, განისაზღვრა კონსულტაციების სამუშაო ფორმატი და ხანგრძლივობა.
ორბის ბუდე სოციალური საწარმოა, რომელიც სოფელ სამშვილდეში მდებარეობს და მისი მიზანია შექმნას განსაკუთრებული სივრცე მოგზაურთათვის, რომელიც იქნება ისტორიული მარშრუტების გზამკვლევი და ახალი, საინტერესო აქტივობების ადგილი. საწარმოს ოფიციალური გახსნა მარტის ბოლოს იგეგმება და კონსულტაციის მიზანიც ოფიციალურ გახსნამდე საკომუნიკაციო არხების აწყობას და აქტივობების მომზადებაში დახმარებას გულისხმობს.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის.“ პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.