სიახლეები

04/04/2024
ვებინარი ხელოვნური ინტელექტის შესახებ
4 აპრილს ხელოვნური ინტელექტის შესახებ ვებინარი გაიმართა, რომელიც ქლევერტონის თანამშრომელმა, ლუკა ვარდოსანიძემ, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის პრო ბონოდ ჩაატარა.
დღეს კაცობრიობა ახალი გამოწვევის წინაშეა, რასაც ხელოვნური ინტელექტი ჰქვია. ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნა მცირეა, შიში დიდი, მოლოდინი ბუნდოვანია.
შეხვედრაზე განხილული იყო ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, სხვადასხვა ხელსაწყოები და მათი გამოყენების გზები.
ლუკა ვარდოსანიძე 19 წლისაა. საქმიანობის მთავარ მიმართულება ტექ-სტარტაპების დაფუძნება, იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე მისვლა და პროდუქტის ბაზარზე გასვლა შეადგენს. მონაწილეობა აქვს მიღებული 20-მდე ტექ კონკურსში საიდანაც 8-ში გამარჯვებულია. ამჟამად სწავლის პარალელურად ასწავლის ქლევერტონსა და სხვადსხვა სასწავლო დაწესებულებებში.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის.“ პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.