სიახლეები

26/04/2023

ვებინარი MS Excel-ში

საქართველოს პრო ბონო ქსელი და მისი წევრი კომპანია „ემბისი“ გთავაზობთ ტრენინგს MS Excel-ს პროგრამის შესასწავლად. ვებინარი სამ დღიანია და ჩატარდება 10, 17 და 24 მაისს.

სასწავლო პროგრამა აგებულია პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებზე, ამიტომ გთხოვთ ვორკშოპის დროს პრაქტიკული სამუშაოების განხორციელებისთვის იყოთ კომპიუტერთან.

ვებინარის გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ:

- ახალი ფაილის შექმნა და მისი ორგანიზება;

- ექსელის შემდეგი ელემენტების გამოყენება: File, Home, Insert, Page Layout, Formulas, Data, Review, View;

- Home-ის ფუნქციების დეტალური განმარტება;

- სტანდარტული ფუნქციები – Sum, Average, Count Number, Max, Min;

- დახარისხება, ფილტრაცია, გაფართოებული ფილტრი;

ვებინარს გაუძღვებიან კომპანია ემბისი-ს წარმომადგენლები:

  • გიგლა პაპალაშვილი - საკრედიო ადმინისტრირების მენეჯერი
  • ნიკოლოზ გულუაშვილი - საკრედიტო ადმინისტრირების სპეციალისტი

ვებინარი მოიცავს სამ შეხვედრას, რომელიც ჩატარდება 3 კვირის განმავლობაში, ოთხშაბათ დღეს. ხანგრძლივობა 90 წუთი.

  • 10 მაისი, 16:00 საათი - 17:30 საათი;
  • 17 მაისი, 16:00 საათი - 17:30 საათი;
  • 24 მასისი, 16:00 საათი - 17:30 საათი.

ვებინარი განკუთვნილია საქართველოში მოქმედ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. დასწრება შეუძლია ერთი ორგანიზაცის მხოლოდ ერთ წევრს.

ადგილები შეზღუდულია, მხოლოდ პირველ დარეგისტრირებულ 20 პირს ექნება მონაწილეობის საშუალება. გთხოვთ იმ შემთხვევაში დარეგისტრირდეთ თუ სამივე დღეს დაესწრებით.

იმ შემთხვევაში თუ მსურველების რაოდენობა დიდი იქნება დაინიშნება შემდეგი ვებინარი.

ვებინარი გაიმართება ონლაინ, პლათფორმა zoom-ს საშუალებით

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 მაისი.

სარეგისტრაციო ბმული: https://form.jotform.com/231073205918048

9 მაისს, სარეგისტრაციო ბმულზე მითითებულ მეილზე გამოგეგზავნებათ ზუმის ლინკი.

ემბისი - (მიკროსაფინანსო კომპანია მიკრო ბიზნეს კაპიტალი MBC)

"ემბისი"- საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრია 2018 წლიდან და არაერთი პრო ბონო აქტივობა განუხორციელებია წლების განმავლობაში. კომპანიის მისიაა შექმნას მცირე მეწარმეების და ფერმერების განვითარების შესაძლებლობა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების გზით ხელი შეუწყოს მიკრო ბიზნესის ფინანსურ სტაბილურობას.

საქართველოს პრო ბონო ქსელი

საქართველოს პრო ბონო ქსელი წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ. ქსელის მიზანია კომპანიათა ექსპერტიზის ჩართვა საზოგადოებრივი მიზნების განხორციელებაში.

საქართველოს პრო ბონო ქსელი" ოფიციალურად დაარსდა 2015 წლის ოქტომბერში "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ინიციატივით ფონდ MitOst e.V., ფონდ BMW Herbert Quandt-ისა და ფონდ Taproot-ის თანადგომით.