სიახლეები

11/05/2022

ზედელაშვილი და ადვოკატთა ჯგუფის პრო ბონო ვორქშოფი

2022 წლის 11 მაისს, ჩატარდა იურიდიული კომპანია "ზედელაშვილი და ადვოკატთა ჯგუფის" პრო ბონო ვორქშოფი. ვორქშოფი გაიმართა კახეთის რეგიონის სათემო ორგანიზაციებისთვის, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ქალების შრომითი უფლებები, უძრავი ქონების რეგისტრაციის და განკარგვის უფლებები, მემკვიდრეობა, საოჯახო სამართალი.

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის". პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.