სტრატეგიული დაგეგმვა და ორგანიზაციის მართვა
დასახული მისისა და მიზნების მისაღწევად ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს სწორად განსაზღვრული სტრატეგია. ამასთანავე, გარე ცვლილებებთან ადვილად ადაპტაციისთვის, ორგანიზაციებს ხშირად სჭირდებათ არსებული სტრატეგიების გადახედვა და შეცვლა. ყოველი ორგანიზაციის სტრატეგია მოიცავს მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებს, რომლებშიც ჩამოყალიბებულია მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობები და შესაბამისი მეთოდები. სტრატეგიის ჩამოყალიბება თუ შეცვლა ყოველთვის ადვილი არ არის. მეორე მხრივ, არსებობენ აღნიშნული დარგის პროფესიონალები, რომლებიც მზად არიან საკუთარი ცოდნა და ექსპერტიზა გამოიყენონ პრო ბონო აქტივობების განსახორციელებლად და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დასახმარებლად.
- სტრატეგიული დაგეგმვა
არაკომერციული ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი მისიის, სტრატეგიის და ზეგავლენის სწორად და გასაგებად ფორმულირება დონორებისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, ასევე შემოსავლებისა და დაფინანსების მოზიდვის სტრატეგიის დაგეგმვა ყოველი მომდევნო წლისთვის. სწორად შემუშავებული სტრატეგია ეხმარება არაკომერციულ ორგანიზაციას საკუთარი მიზნებისა და გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს გარე დაინტერესებულ მხარეებს, მაგალითად პოტენციურ ინვესტორებს, სპონსორებს, კონსულტანტებსა და საბჭოს წევრებს. პრო ბონო პროფესიონალებმა შეიძლება უფასო კონსულტაცია გაუწიონ არაკომერციულ ორგანიზაციებს შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში. ამ გზით აღნიშნულ პროფესიონალებს ღირებული წვლილი შეაქვთ არაკომერციული ორგანიზაციის სოციალური ზეგავლენის ზრდაში.
- ორგანიზაციის მისია, ხედვა და ღირებულებები
მისიის, ხედვისა და ღირებულებების ფორმულირება ეხმარება ორგანიზაციას საკუთარი მიზნების განსაზღვრასა და მათზე კონცეტრირებაში. ამასთან, დროთა განმავლობაში ორგანიზაცია შეიძლება განვითარდეს და გასცდეს თავდაპირველ მისიასა და მიზნებს. აღნიშნული სფეროს პროფესიონალებმა შეიძლება ღირებული პრო ბონო დახმარება გაუწიონ არაკომერციული ორგანიზაციების ლიდერებს (ლიდერების გუნდს) ორგანიზაციის მისიის, ხედვის და ღირებულებების გადახედვისა და ჩამოყალიბების პროცესში.
- ორგანიზაციული განვითარება
როგორ უნდა მოხდეს პასუხისმგებლობების და როლების სწორად განსაზღვრა ორგანიზაციაში? რა ტიპის სტრუქტურა არის საჭირო ორგანიზაციის ზრდისთვის? რა ტიპის გუნდია საჭირო ცვლილებებთან და გამოწვევებთან გამკლავებისთვის? როგორია სწორი ლიდერული სტილი? სწორედ მოცემულ კითხვებზე პასუხის გაცემაში შეიძლება დაეხმაროს აღნიშნული სფეროს პროფესიონალი არაკომერციულ ორგანიზაციას პრო ბონო აქტივობის ფარგლებში.
- ლიდერების ქოუჩინგი
ორგანიზაციაში, სექტორში თუ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებთან ადაპტაციისათვის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერებს სჭირდებათ უწყვეტად იმუშაონ საკუთარ თავზე და განვითარდნენ, რათა ორგანიზაციის სოციალური მიზნების ეფექტური განხორციელება უზრუნველყონ და დაინტერესებულ მხარეთა მოლოდინებს უპასუხონ. ამ კონტექსტში, პროფესიონალი „ქოუჩების“ პრო ბონო დახმარება არაკომერციული ორგანიზაციის ლიდერებისათვის, ეხმარება მათ განვითარდნენ და გაუმკლავდენ არსებულ გამოწვევებს.
- პროექტის მენეჯმენტი
პროექტის მართვის პროფესიონალები შეიძლება პრო ბონოდ დაეხმარონ არაკომერციულ ორგანიზაციებს პროექტების დაგეგმვაში, განხორციელებასა და წარმატებით დასრულებაში, ასევე არსებული სირთულეების მართვაში. პრო ბონო დახმარება შეიძლება შეეხოს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ღონისძიებების ორგანიზება, ახალი პიარ სტრატეგიის ჩამოყალიბება და განხორციელება, ახალი ფილიალის დაარსება და ა.შ.
- ცვლილებების მენეჯმენტი
გარე და შიდა ვითარებებით გამოწვეული ცვლილებები ნებისმიერი ორგანიზაციისათვის გამოწვევაა. მოცემულ სფეროში გამოცდილი ქოუჩი შეიძლება პრო ბონოდ დაეხმაროს არაკომერციულ ორგანიზაციას ცვლილებების მართვასა და ეტაპობრივ განხორციელებაში. იქნება ეს ახალი პროექტის დასაწყისი, თაობათა ცვლილება თუ სულაც ახალი ორგანიზაციის დაფუძნება, გამოცდილი პროფესიონალები („ქოუჩები“) ეხმარებიან ორგანიზაციის გუნდს საჭირო სტრატეგიისა და პროცესების დაგეგმვაში.
- ბიზნეს გეგმა სოციალური საწარმოსთვის
სოციალური საწარმოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ბიზნესის სწორი დაგეგმვა და ფინანსების მართვა. აღნიშნული სფეროს პროფესიონალებს შეუძლით პრო ბონოდ დაეხმარონ სოციალურ საწარმოებს ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბებაში, ორგანიზაციის საოპერაციო და ფინანსური მიზნების განსაზღვაში. შედეგად, სოციალურ საწარმოებს შეეძლებათ უკეთ მოემსახურონ საკუთარ ბენეფიციარებს და შეასრულონ თავიანთი სოციალური მისია.
- ღონისძიებების დაგეგმვა
რადგან არაკომერციული ორგანიზაციები მჭიდროდ მუშაობენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, ისინი ხშირად ახორციელებენ სხვადასხვა ღონისძიებებს. გამოცდილ ივენთ-მენეჯერებს შეუძლიათ უსასყიდლო დახმარება გაუწიონ არაკომერციულ ორგანიზაციებს სხვადასხვა ღონისძიებების სწორად დაგეგმვასა და განხორციელებაში. პროფესიულად მოწყობილი ღონისძიებები ძალიან კარგი საშუალებაა მხარდამჭერების მობილიზებისთვის, ახალი დაინტერესებული მხარეების მოსაზიდად და არაკომერციული ორგანიზაციის ცნობადობის ასამაღლებლად.
- ჩაერთეთ პრო ბონო აქტივობებში, როგორც პრო ბონო კომპანია
იმისათვის, რომ ორგანიზაციამ მიაღწიოს დასახულ მიზნებს, აუცილებელია სწორად განსაზღვრული სტრატეგია. თუ წარმოადგენთ არაკომერციული ორგანიზაციას და თვლით, რომ გჭირდებათ დახმარება აღნიშნულ სფეროში, მაგრამ ვერ იპოვეთ შესაბამისი კატეგორია ამ ჩამონათვალში, დაგვიკავშირდით, და თქვენი ორგანიზციის საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენ დაგეხმარებით სწორი კატეგორიის ფორმულირებაში ან ახალი კატეგორიის შექმნაში.
- შექმენით თქვენთვის საჭირო კატეგორია
„საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“ ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის პროფესიონალებს გამოიყენონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საზოგადოების საკეთილდღეოდ. როგორც პრო ბონო პროექტების შუამავალი ორგანიზაცია, „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“ აგროვებს ინფორმაციას საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საჭიროებების შესახებ, აკავშირებს ერთმანეთთან პრო ბონო კომპანიებსა და ბენეფიციარ ორგანიზაციებს და ფასილიტაციას უწევს მთელ პროცესს. ამგვარად იზოგება პრო ბონო კომპანიათა დრო და ძალისხმევა. თუ ხართ მოტივირებული პროფესიონალი ან კომპანია და გსურთ, რომ გასწიოთ პრო ბონო მომსახურება აღნიშნულ სფეროში, მაგრამ ვერ იპოვეთ თქვენი ექსპერტიზის შესაფერისი კატეგორია ამ ჩამონათვალში, მოგვმართეთ და ჩვენ დაგაკავშირებთ შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციარ ორგანიზაციასთან.
ტექსტი ეფუძნება გერმანული სამოქალაქო ორგანიზაციის, „პრობონეოს“ ვებგვერდზე განთავსებულ მასალას