დაგვიკავშირდით: +995 32 239 90 19
  • ენა: EN

სიახლეები

გლობალური პრო ბონო კვირეული

გლობალური პრო ბონო კვირეული აღინიშნება ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში. პრო ბონო კვირეული განმავლობაში იმართება სხვადასხვა პრო ბონო ღონისძიებები. 2016 წლიდან ამ ქვეყნების რიცხვს საქართველოც შეურთდა. წელს, ისევე როგორც შარშან, გლობალური პრო ბონო კვირეულის მასპინძელი არის CSRDG, რომლის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება ტარდება საქართველოს პრო ბონო ქსელთან თანამშრომლობით. გლობალური პრო ბონო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

პრო ბონო მარათონი 2017 - 27 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და საქართველოს ბანკი, რომელიც 2016 წლიდან საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრია, ერთობლივად უმასპინძლებენ პრო ბონო მარათონს

საქართველოს პრო ბონო ქსელის ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ინიციატივით დაგეგმილია საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრების შეხვედრა.

გლობალური პრო ბონო კვირეულის აღნიშვნა ხდება "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით