ადამიანური რესურსების მართვა
არაკომერციული ორგანიზაციებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია კონსულტაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ლიდერობა, პერსონალის განვითარება და მართვა, ორგანიზაციის საბჭოს შექმნა და ა.შ. ამავე დროს, არსებობენ ადამიანური რესურსების მართვის გამოცდილი პროფესიონალები, რომლებსაც სურთ გამოიყენონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება პრო ბონო სერვისის განხორციელებისთვის.
- ორგანიზაციის საბჭოს დაკომპლექტება
არაკომერციული ორგანიზაციისათვის საკმაოდ დიდი პრობლემაა სათანადო ადამიანების შერჩევა სამეთვალყურეო საბჭოსთვის. კომპანიების ზედა დონის მენეჯმენტის წარმომადგენელს შეუძლია გახდეს არაკომერციული ორგანიზაციის საბჭოს წევრი და ასევე დაეხმაროს ორგანიზაციას საბჭოს სხვა წევრების მოძიებასა და მოზიდვაში. ეს, კომპანიის წარმომადგენლის მხრიდან პრო ბონო დახმარების ერთ-ერთი ფორმა იქნება.
- საქმიანობის მართვის სისტემა
არაკომერციული ორგანიზაციებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლებისა და საქმიანობის მართვის სწორი სისტემის ჩამოყალიბება. აღნიშნული სფეროს სპეციალისტებს შეუძლიათ რჩევები და რეკომენდაციები მისცენ არაკომერციულ ორგანიზაციას ადამიანური რესურსების მართვის გასაუმჯობესებლად. ეფექტური შეფასების სისტემა ეხმარება ორგანიზაციას გაზარდოს თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს შედეგიანობა და მათი კმაყოფილება, რაც ხელს უწყობს ორგანიზაციას მიზნების უკეთ მიღწევაში, ასევე, ეხმარება აღმასრულებელ დირექტორებს და თანამშრომლებს განსაზღვრონ პერსონალური მიზნები და მათი შესაბამისობა ორგანიზაციის მიზნებთან და მიიღონ რეგულარული უკუკავშირი საკუთარი საქმიანობის შესახებ.
- თანამშრომლების დაქირავება
ადამიანური რესურსების მართვის ექპერტებს შეუძლიათ პრო ბონოდ დაეხმარონ არაკომერციულ ორგანიზაციებს სწორად განსაზღვრონ, როგორ მოიზიდონ ან შეარჩიონ თანამშრომლები საკვანძო პოზიციებზე. თანამშრომლების განვითარების ეფექტური სტრატეგია მოიცავს ტალანტების განვითარების პროგრამას, სწორი სამუშაოს აღწერილობის შედგენას, კანდიდატების შეფასების სტანდარტების ჩამოყალიბებას და ა.შ. აღნიშნულ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს შეუძლიათ პრო ბონოდ დახმარება გაუწიონ არაკომერციულ ორგანიზაციებს თანამშრომელთა მოზიდვისა და დაქირავების პროცესში და პირდაპირი წვლილი შეიტანონ ორგანიზაციის სოციალური მიზნების მიღწევაში.
- ადამიანური რესურსების განვითარება
ადამიანური რესურსების სწორი მენეჯმენტი - სათანადო დროს სათანადო ადამიანების დაქირავება, მათი შესაძლებლობების განვითარება და საქმიანობის წარმართვა - ეხმარება ორგანიზაციას მიაღწიოს საკუთარ სტრატეგიულ მიზნებს. მოცემული სფეროს ექსპერტმა შეიძლება პრო ბონოდ დახმარება გაუწიოს არაკომერციულ ორგანიზაციას ადამიანური რესურსების მართვის არსებული სისტემის შეფასებაში, პრობლემების გადაჭრის გეგმისა და დახვეწილი სტრატეგიების შემუშავებაში და ა.შ.
- შექმენით თქვენთვის საჭირო კატეგორია
იმისათვის, რომ გაზარდოს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი, ორგანიზაციას სჭირდება ადამიანური რესურსების მართვის სწორი სტრატეგია. თუ წარმოადგენთ არაკომერციულ ორგანიზაციას და თვლით, რომ გჭირდებათ დახმარება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში, მაგრამ ვერ იპოვეთ თქვენთვის საჭირო კატეგორია ამ ჩამონათვალში, დაგვიკავშირდით და თქვენი ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენ დაგეხმარებით სწორი კატეგორიის ფორმულირებაში ან ახალი კატეგორიის შექმნაში.
- ჩაერთეთ პრო ბონო აქტივობებში, როგორც პრო ბონო კომპანია
„საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“ ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის პროფესიონალებს გამოიყენონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საზოგადოების საკეთილდღეოდ. როგორც პრო ბონო პროექტების შუამავალი ორგანიზაცია, „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“ აგროვებს ინფორმაციას საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საჭიროებების შესახებ, აკავშირებს ერთმანეთთან პრო ბონო კომპანიებსა და ბენეფიციარ ორგანიზაციებს და ფასილიტაციას უწევს მთელ პროცესს. ამგვარად იზოგება პრო ბონო კომპანიათა დრო და ძალისხმევა. თუ ხართ მოტივირებული პროფესიონალი ან კომპანია და გსურთ, რომ გასწიოთ პრო ბონო მომსახურება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში, მაგრამ ვერ იპოვეთ თქვენი ექსპერტიზის შესაფერისი კატეგორია ამ ჩამონათვალში, მოგვმართეთ და ჩვენ დაგაკავშირებთ შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციარ ორგანიზაციასთან.
ტექსტი ეფუძნება გერმანული სამოქალაქო ორგანიზაციის, „პრობონეოს“ ვებგვერდზე განთავსებულ მასალას