საუკეთესო მაგალითები - ლექციები და ტრენინგები
პრო ბონო ვებინარი თემაზე: გადასახადები და ბუღალტრული აღრიცხვა, 2020 წელი
პრო ბონო კომპანია: აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "ACG - Audit and Consulting Group"
ბენეფიციარი: სათემო ორგანიზაციები
საჭიროების აღწერა:
გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების საკეთილდღეოდ მომუშავე ორგანიაციები, განსაკუთრებით სათემოს ორგანიზაციები, შეზღუდული რესურსების პირობებში საქმიანობენ და ხშირად, არ აქვთ რესურსი ჰყავდეთ ბუღალტერი ან თუნდაც ფინანსური მენეჯერი, რათა სწორად და გამართულად წარმართონ ორგანიზაციის ფინანსური მიმართულება. ხშირ შემთხვევაში, მსგავს პოზიციების ფუნქციებს ასრულებს ორგანიზაციის დამფუძნებელი და დირექტორი. შესაბამისად, მუდამ საჭიროებენ პროფესიონალების დახმარებას, რომლებსაც გააჩნიათ ექსპერტიზა გადასახადების და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით.
აღნიშნული პრობლემების იდენტიფიკაციის პროცესში გამოვლინდა კომუნიკაციის ონლაინ პლატფორმების მიმართ დაინტერესება. გამომდინარე იქიდან, რომ ონლაინ პლატფორმები ყველასთვის ახალი ხილი იყო და შესაბამისად, ცნობადობა და ცოდნა ამ კუთხით, საკმაოდ ბუნდოვანი იყო, პრო ბონო ქსელის წევრმა კომპანიამ PMCG-იმ გადაწყვიტა საკუთარი ცოდნა და ექსპერტიზა გაეზიარებინა საზოგადოების საკეთილდღეოდ მომუშავე ორგანიზაციებისათვის.
ჩატარებული სამუშაო:
გამომდინარე იქიდან, რომ საკონსულტაციო კომპანია ACG Consulting-ს დიდი გამოცდილება აქვს ზემოთ აღნიშნული საკითხებში, დაიწყო სათემო ორგანიზაციებისათვის პრო ბონო ვებინარების სერია. ვებინარის პროცესში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: საგადასახადო კოდექსი, გადასახადების სახეები საქართველოში და დაბეგვრის დეტალები, ბუღალტრული აღრიცხვის საკითხები, ა.შ.
2020 წლის აპრილიდან წლის ბოლომდე ჩატარდა 15-მდე ვებინარი, რომელშიც მონაწილეობდნენ სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონიდან.
მედიატორი:
პრო ბონო ვებინარი ჩატარდა "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ, პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.