საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო კონსულტაცია საგადასახადო საკითხებში, 2021 წელი

პრო ბონო კომპანია: ACG Consulting

ბენეფიციარი: სამოქალაქო ორგანიზაცია "Let's Go"

სამოქალაქო ორგანიზაცია "Let's Go" წარმოადგენს პირველ და ყველაზე პოპულარულ ქარპულინგ (carpooling) ორგანიზაციას საქართველოში, რომლის მთავარი მიზანია გადაადგილების ე.წ. ქარპულინგის კულტურის განვითარება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. ასევე, გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქურის შექმნა.

ორგანიზაციის წარმოადგენს პლატფორმას, სადაც გადაადგილების მსურველი მძღოლები და მგზავრები უკავშირდებიან ერთმანეთს ხარჯების გაზიარებით და შედარებით მცირე დანახარჯებით გადაადგილდებიან ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე.

საჭიროების აღწერა:

გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაციის საქმიანობა არის არაკომერციული, 2020 წლიდან დაიწყო შემოწირულებების შეგროვება ჯგუფის წევრებიდან, რათა მიღებული თანხა პლატფორმის განვითარებასა და გაძლიერებაში დაიხარჯოს. ორგანიზაციას სურს ვებ-გვერდის შექმნა, რათა კიდევ უფრო მარტივი გახდეს მძღოლსა და მგზავრს შორის კომუნიკაცია. იმისათვის, რომ შემოსული თანხები სწორად გატარდეს ბუღალტრულად და ასევე, გადასახადების გადახდაც მოხდეს დროულად და სწორად, ორგანიზაციას სჭირდებოდა დახმარება აღნიშნული მიმართულებით.

ჩატარებული სამუშაო:

გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, საკონსულტაციო კომპანია ACG Consulting ჩაერთო გრძელვადიან კონსულტაციის და მენტორინგის პროცესში ორგანიზაცია Let's Go-სთან. რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი წლის განმავლობაში კომპანია გაუმართავს და ასწავლის ორგანიზაციას საკუთარი ტრანზქციების სწორ აღრიცხვას და შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციას.

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.