საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო კონსულტაცია საფარის დონაციის პლატფორმის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში

პრო ბონო კომპანია: კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანია ეისითი

ბენეფიციარი: სამოქალაქო ორგანიზაცია „საფარი“

საჭიროების აღწერა:

საფარი სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშებისთვის მხარდამჭერი სერვისებისა და უსაფრთხო გარემოს შექმნა, სექსუალური ძალადობისა და სქესობრივი დანაშაულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ორგანიზაციამ ვებგვერდზე ჩააშენა დონაციის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც გეგმავს ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვებისთვის ისეთი საჭიროებების დაკმაყოფილებას, როგორიცაა განათლების, სამედიცინო სერვისების, მედიკამენტების, საცხოვრისის, საკვების დაფინანსება, დასაქმების ხელშეწყობა და ა.შ.

კონსულტაციის მიზანი, საფარის დონაციის პლატფორმის მარკეტინგული და საკომუნიკაციო გეგმის ჩამოყალიბება/სრულყოფა იყო.

ჩატარებული სამუშაო:

2022 წლის ოქტომბერი-ნომებრის თვეში, კვლევის და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანია "ეისითის" სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერის - ნინო კალანდიას ჩართულობით, სამოქალაქო ორგანიზაცია „საფართან“ 6 საკონსულტაციო შეხვედრა ჩაატარა, რომელმაც ჯამურად 14 პრო ბონო საათი შეადგინა. საკომუნიკაციო შეხვედრები ორ ნაწილად გაიყო, პლატფორმის არსებული საკომუნიკაციო გეგმის შეფასება და ახალი გეგმის ჩამოყალიბება.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

პრო ბონო კონსულტაციის შედეგად სრულად შეიცვალა საკომუნიკაციო კამპანიის მიზნები, ფორმა, სამიზნე აუდიტორია საკომუნიკაციო ენა და სტრატეგია. კამპანიის განხორციელებას სამოქალაქო ორგანიზაცია „საფარი“ 2023 წელს გეგმავს.

მედიატორი:

პრო ბონო ვორქშოფს მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.