საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი


პრო ბონო კონსულტაცია საკონკურსო პრეზენტაციის მომზადებაში

პრო ბონო კომპანია: სადაზღვევო კომპანია "ალდაგი"

ბენეფიციარი: “მთის ბავშვებისთვის” - ეთერ არსანიძე/რაჭის სათემო ორგანიზაცია, რაჭა-ლეჩხუმი - პრო ბონო კონსულტანტი ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგი.

საჭიროების აღწერა:

2022 წლის სექტემბერ-ნოემბერში, პრო ბონო ქსელის წევრებმა და პარტნიორმა კომპანიებმა განახორციელეს მასშტაბური პრო ბონო პროექტი, რომელიც გულისხმობდა სამოქალაქო აქტივისტების მიერ განხორციელებული ინიციატივების შესახებ პრეზენტაციების მომზადებაში დახმარებას. პრეზენტაციები აქტივისტებს უნდა წარედგინათ სათემო ლიდერთა ფორუმზე არსებულ კონკურსში - „საუკეთესო სათემო ინიციატივა 2020-2021 წელი“

პროცესში ჩაერთო 5 ბიზნეს კომპანია, 4 პრო ბონო ქსელის წარმომადგენელი: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი და კრისტალი, ასევე ქსელის მეგობარი კომპანია „ალდაგი“

მოკლედ ინიციატივის შესახებ:

რაჭა, მოსახლეობის სიმცირითა და სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობით, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა საქართველოში. საახალწლოდ, როცა დედაქალაქში საჩუქრების ცვენაა, მთაში მცხოვრები ბავშვების მშობლებს საჩუქრების შეძენის საშუალება არ აქვთ. სწორედ ამიტომ რაჭის სათემო ორგანიზაციის წევრმა ეთო არსანიძემ წამოიწყო კამპანია „მთის ბავშვებისთვის“. ჯგუფმა მოახერხა და პირველ წელს 20-ზე მეტი მხარდამჭერი მოიპოვა და ამავე რაოდენობის ბავშვებისთვის საჩუქრების მოსაგროვებლად. მეორე წელს, 60-მდე მსურველი მოიძიეს და მათი დახმარებით 62 ბავშვი გაახარეს. კამპანია წელსაც გრძელდება.

ჩატარებული სამუშაო:

პრო ბონო პროექტის მოსამზადებელი პერიოდი ოქტომბერში დაიწყო, რომელშიც სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან ქეთევან მაღალაშვილი, იყო ჩართული. 4 შეხვედრა და 4 პრო ბონო საათი ერთობლივი მუშაობის შედეგად განისაზღვრა შინაარსი, რეგიონში არსებული სტატისტიკური მონაცემები სკოლებისა და მოსწავლეების რაოდენობასთან დაკავშირებით, რომელმაც კარგად გამოაჩინა საკითხის სიმწვავე.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

ერთობლივი სამუშაოების შედეგად მომზადებულ პრეზენტაციაში, პრო ბონო კონსულტანტის რჩევით, კონკურსანტმა ჩადო სტატისტიკური მონაცემები, აჩვენა ონისა და ამბროლაურის რაიონში არსებული სკოლები, რომელიც 200 მოსწავლეზეა გათვლილი და რეალური მოსწავლეების რაოდენობა 5-40 მოსწავლემდე მერყეობს. არსებულმა სტატისტიკამ კარგად გამოაჩინა რეგიონში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.

9 ნოემბერს, გამართულ ღონისძიებაზე, ეთო არსანიძის ინიციატივა დარბაზის რჩეული გახდა და მოიპივა ბირმინგემის უნივერსიტეტის 500 ფუნტი და კომპანია CSRDG-ს მიერ დაწესებული 500 ლარის ოდენობის ფულადი პრიზი. ასევე მოორ ეიბისის ფინანსური მხარდაჭერა. სოციალური საწარმოს „დედიკოების“ მიერ საგანგებოდ მათვის შეკერილი ზურგჩანთები, სოციალური მაღაზია „ესკი“-ს ვაუჩერი საახალწლო საჩუქრებისთვის და სხვადსხვა სიმბოლური საჩუქრები.

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტაციას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.