საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

APM ტერმინალსი ფოთის პრო ბონო კონსულტაცია ვებგვერდის დიაგნოსტიკაში. მარტი, 2023

პრო ბონო კომპანია: APM ტერმინალი ფოთი

ბენეფიციარი: სამოქალაქო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“

საჭიროების აღწერა:

სამოქალაქო ორგანიზაცია - „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“ ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს, 2021 წლიდან კი წარმოადგენს რეგიონის ჰაბს. მისი მისიაა: საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციის, ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა. ორგანიზაციის აქვს ვებ-გვერდი, სადაც ახდენს ინფორმაციის განთავსებას მიმდინარე პროექტებისა და აქტივობების შესახებ. ამ შემთხვევაში პრო ბონო კონსულტაციების მიზანი იყო ვებ გვერდის შინაარსისა და ვიზუალური მხარის ანალიზი და მისი გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების მომზადება.

ჩატარებული სამუშაო:

2023 წლის მარტში, კომპანია APM ტერმინალის კომუნიკაციებისა და CSR პარტნიორმა, ეთუნა ცოტნიაშვილმა, პრო ბონო საკონსულტაციო მომსახურება გაუწია სამოქალაქო ორგანიზაცია - „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდს,” ვებ-გვერდის შინაარსობრივი და ვიზუალური ფორმატის განახლებისა და გაუმჯობესების კუთხით. კონსულტაციის ფარგლებში გაიმართა 2 ერთობლივი შეხვედრა, ხოლო ჯამურად კომპანიის მხრიდან 7 პრო ბონო საათი დაიხარჯა.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

პრო ბონო კონსულტაციის დროს მოხდა ორგანიზაციის საქმიანობის გაცნობა და ვებ გვერდის მიზნების კიდევ ერთხელ დაზუსტება, შესაბამისად არსებული ვებ-გვედრის შეფასება და ხარვეზების გამოვლენა. შეხვედრების შემდეგ მომზადდა რეკომენდაციების დოკუმენტი, რომელიც განთავსებული ინფორმაციის შინაარსისა და ვიზუალური მხარის გაუმჯობესების გზებს ასახავს.

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანა დამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.