საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
იურიდიული პრო ბონო კონსულტაცია, 2019 წელი
პრო ბონო კომპანია: BDO საქართველო
ბენეფიციარი: სოციალური საწარმო "მწვანე საჩუქარი"
მწვანე საჩუქარი არის სოციალური საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს ქაღალდის ნარჩენების შეგროვებასა და მისგან მიღებული მეორადი ქაღალდით დამზადებული ეკომეგობრული პროდუქტების რეალიზაციას. "მწვანე საჩუქარის" მისიაა მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ნარჩენების მართვის პოლიტიკის გაძლიერება და სამუშაო ადგილების შექმნა, რაც მთლიანობაში საქართველოს სოციალურ სარგებელს მოუტანს. ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობებია – საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების დახარისხებისა და შეგროვების კულტურის დანერგვა; გარემოს დაცვითი საგანმანათლებლო აქტივობების, ტრენინგების, ღონისძიებების ორგანიზება და გარემოს დაცვის პოპულარიზაცია.
საჭიროების აღწერა:
2017 წლიდან საწარმო საკუთარი ხარჯებით ფუნქციონირებს და მოახერხა საქართველოს ბაზარზე ფეხის მოკიდება. გამომდინარე იქიდან, რომ საწარმო ვითარდება და იზრდება, საჭიროებს რეორგანიზაციას. ამ ეტაპზე საწარმოს სჭირდებოდა სხვადასხვა სადამფუძნებლო დოკუმენტების მოწესრიგება და პროფესიონალი იურისტის კონსულტაცია.
ჩატარებული სამუშაო:
2019 წელს პრო ბონო კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრათა სერია BDO საქართველოს იურისტების გუნდსა და სოციალურ საწარმო "მწვანე საჩუქარს" შორის. კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი სამუშაოები:
პრო ბონო კონსულტაციაში მონაწილოებდნენ BDO საქართველოს იურისტების გუნდი: დავით გელაშვილი (პარტნიორი, ბიდიო ლეგალი) და ანა მეხრაძე (ასოცირებული იურისტი).
პრო ბონო მედიაციის შედეგი:
პრო ბონო მედიაციის შედეგად, BDO საქართველოს იურისტების გუნდმა შეფასებით და შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა ცვლილებების შეტანა შემდეგ დოკუმენტებში: დამფუძნებელთა კრების ოქმი, ოქმი გამგეობის წევრად დანიშვნის თაობაზე, სოციალური საწარმოს წესდება, თანხმობის ოქმი აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნის თაობაზე;
მედიატორი:
პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი. ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.