საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
იურიდიული პრო ბონო კონსულტაცია, 2022 წელი
პრო ბონო კომპანია: BGI Legal
ბენეფიციარი: Dopomoga Ukraini - უკრაინისთვის
"Dopomoga Ukraini" არის მოხალისეთა ჯგუფის მიერ შექმნილი საინფორმაციო პლატფორმა, რომლის მიზანია შეკრიბოს და ერთ სივრცეში განათავსოს ყველა საჭირო ინფორმაცია საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის. პლატფორმა ეხმარება საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია შეთავაზებული საჯარო სერვისების და მიმდინარე საქველმოქმედო ინიციატივების შესახებ. პლატფორმა მოიცავს ვებგვერდს, Facebook გვერდს და ჯგუფს, Instagram გვერდს და Telegram-ის არხს. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მუდმივად მოწმდება და ახლდება.
საჭიროების აღწერა:
როგორც უკვე ავღნიშნეთ, საინიციატივო ჯგუფი "Dopomoga Ukraini - უკრაინისთვის" მიზანია საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება მათვის საჭირო საკითხებზე. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინელი მოქალაქეებისთვის საქართველოში ცხოვრება, მუშაობა და მსგავსი საკითხები დაკავშირებულია გარკვეულ სამართლებრივ საკითხებთან, რომელიც რეგულირებულია საქართველოს კანონომდებლობით, სჭირდებოდათ პროფესიონალი იურისტების დახმარება, რათა საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის მიეწოდებინათ საჭირო ინფორმაცია.
ჩატარებული სამუშაო:
გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, იურიდიულმა კომპანია BGI Legal-მა პრო ბონო კონსულტაცია გაუწია საინიციატივო ჯგუფი "Dopomoga Ukraini - უკრაინისთვის". კონსულატაციის ფარგლებში იურიდიული კომპანიის იურისტთა ჯგუფმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ორგანიზაციას. კერძოდ, უკრაინელი მოქალაქეების მიერ ხშირად დასმული კითხვებისგან შემდგარი კითხვარზე კომპანიამ მიაწოდა ინფორმაცია.
პრო ბონო მედიაციის შედეგი
ჩატარდა პრო ბონო კონსულატაცია უკრაინელი მოქალაქეებისთვის საჭირო იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით.
მედიატორი:
პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.