საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო კონსულტაცია უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, 2021 წელი

პრო ბონო კომპანია: იურიდიული კომპანია BGI Legal

ბენეფიციარი: სოციალური საწარმო "გუმბათი"

სოციალური საწარმო "გუმბათი" მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში. საწარმოს მიზანია, წალკის მაცხოვრებლების განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა, ფორმალური და არაფორმალური განათლების გზით. გუმბათის მისიაა წალკის მრავლაფეროვანი მაცხოვრებლების ცხოვრების დონის გაუმჯოებესება და მშვიდობიანი თანაცხოვრება.

საჭიროების აღწერა:

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ სოციალური საწარმო " გუმბათი" მდეობარეობს წალკის მუნიციპალიტეტში. საწარმო სასწავლო პროცესს ახორციელებს შენობაში, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს დამფუძნებლებმა შეიძინეს წლების წინ, ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და დღემდე თავდაპირველი მეპატრონის საკუთრებაში რეგისტრირდება. უძრავი ქონების რეგისტრაციის პრობლემა ხელს უშლის საწარმოს განვითარდეს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საგრანტო კონკურსებში. სწორედ ამ მიზნით, საწარმოს სჭირდებოდა პროფესიონალი იურისტის დახმარება.

ჩატარებული სამუშაო:

გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, საქართველოს იურიდიულ ფირმათა ასოციაციის (სიფა), მხარდაჭერით იურიდიული კომპანია - BGI Legal ჩაერთო პრო ბონო კონსულტაციაში. კონსულტაციის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ საწარმოს წარმომადგენელს და განიხილეს პრობლემის მოგვარების რამოდენიმე გზა და არსებული შესაძლებლობები. იურიდიული კომპანია დაეხმარება და გაუწევს მენტორობას საწარმოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სამუშაო პროცესი გულისხმობს იუსტიციის სახლთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციას (განაცხადების წარდგენას და წარმომადგენლობას). BGI Legal ყველა ეტაპზე იქნება საწარმოს წარმომადგენელი და დაეხმარება სხვადასხვა სახელმწიფო ერთეულებთან სამართლებრივ კომუნიკაციაში.

პრო ბონო მედიაში ჩართულები არიან BGI Legal-ის წარმომადგენლები ზაზა ბიბილაშვილი და გიორგი მამუჩიშვილი.

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.