საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო კონსულტაცია კორპორაციული შეთავაზების მომზადებაში
პრო ბონო კომპანია: ბია
ბენეფიციარი: პოტერია
საჭიროების აღწერა:
2022 წლის აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით, პრო ბონო ქსელის წევრებმა და პარტნიორმა კომპანიებმა განახორციელეს მასშტაბური პროექტი, რომელიც სოციალური საწარმოების B2B გამოფენისთვის მომზადებაში დახმარებას გულისხმობდა.
B2B გამოფენა მიზნად ისახავს სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს, ასევე საზოგადოებრივ და სახელმწიფო სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას.
გამოფენის ფარგლებში, კოპანიების ამოცანას სოციალური საწარმოებისთვის კორპორაციული შეთავაზების ჩამოყალიბებაში დახმარება წარმოადგენდა.
აღნიშნული მიმართულებით, წელს, პრო ბონო კონსულტირებაში ჩაერთო 27 კომპანია, აქედან პრო ბონო ქსელის წევრი 7 კომპანია: ემ ბი სი ; კრისტალი, პროფიტ ლაბი, ჯი პი აი ჰოლდინგი; თი ბი სი ბანკი; GEC ქონსალთინგი, მათ შორის ბია, რომელმაც პრო ბონო მენტორობა გაუწია სოციალურ საწარმოს „პოტერია“.
ჩატარებული სამუშაო
საკონსულტაციო შეხვედრების ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები სოციალურ საწარმოს დაეხმარნენ ბაზრის კვლევაში, ასევე კორპორატიული შეთავაზების მომზადებაში. პრო ბონო მენტორობის ფარგლებში, „ბია“ - მ სოციალურ საწარმოს დამატებით შესთავაზა მათი სერვისის გამოყენება, კერძოდ "პოტერიას" შეთავაზების დაგზავნა მათთვის საინტერესო ბიზნესებთან, ბიას საკომუნიკაციო არხებით. კომპანია ბია სამომავლოდ გეგმავს სოციალური საწარმოს მხარდაჭერას, შესაბამისად თანამშრომლობა გაგრძელდება.
პრო ბონო მედიაციის შედეგი:
ბაზრის კვლევის დოკუმენტზე დაყრდნობით შემუშავდა კორპორაციული შეთავაზება. მომზადდა საკომუნიკაციო ტექსტები და შერჩეულ კომპანიებს გაეგზავნათ სოციალური საწარმოს შეთავაზებები ბიას საკომუნიკაციო არხებით.
მედიატორი:
პრო ბონო კონსულტაციას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.