საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო კომპანია: BISC Partners
ბენეფიციარი:მომხმარებელი.ge (სამოქალაქო ორგანიზაცია CSRDG)
1.11.2023/2.12.2023
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა, მომხმარებლის უფლებების დაცვის თემაზე მუშაობა 2009 წელს დაიწყო და მას შემდეგ ამ მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად მიიჩნევა. მიმართულების მიზანი, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაა. თავდაპირველად, გუნდი მხოლოდ სურსათის ბაზრის მონიტორინგს ახორციელებდა. დღეს, დაგროვილი გამოცდილებისა და გაზრდილი მხარდაჭერილი შედეგად, ორგანიზაციის კვლევითი სფეროები გაფართოვდა და მოიცავს სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტებსა თუ სერვისებს.
საჭიროების აღწერა: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კამპანიის, რომელიც რძის ნაწარმის ფალსიფიკაციის შესამოწმებლად ხორციელდება, ონლაინ მარკეტინგული სტრატეგიისა და რეკლამირების სტრატეგიის შემუშავებაში დახმარება.
ჩატარებული სამუშაო: კომპანიის წარმომადგენელთან თინათინ გოგბერაშვილთან მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის საკომუნიკაციო ჯგუფის ორი შეხვედრა გაიმართა, სადაც კამპანიის მიზნების შესაბამისი სარეკლამო გეგმის სტრატეგია შემუშავდა. აღნიშნული პროექტის განხორცილების დროს კომპანიის მხრიდან 4 პრო ბონო საათი დაიხარჯა.
პრო ბონო მედიაციის შედეგი: კამპანიის სარეკლამო გეგმა.
მედიატორი: პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.