საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
იურიდიული პრო ბონო კონსულტაცია, ოქტომბერი, 2021 წელი
პრო ბონო კომპანია: იურიდიული ფირმა BLB
ბენეფიციარი: სოციალური საწარმო "გუმბათი"
სოციალური საწარმო "გუმბათი" მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში. საწარმოს მიზანია, წალკის მაცხოვრებლების განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა, ფორმალური და არაფორმალური განათლების გზით. გუმბათის მისიაა წალკის მრავლაფეროვანი მაცხოვრებლების ცხოვრების დონის გაუმჯოებესება და მშვიდობიანი თანაცხოვრება.
საჭიროების აღწერა:
საწარმო უკვე დიდი ხანია არსებობს და საკმაოდ გამოცდილება დაუგროვდა. დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს თავდაპირველი ორგანიზავიული სტრუქტურის ცვლილება და ცვლილებების შეტანა წესდებაში. ასევე, საწარმოს სჭირდებოდა დახმარება სხვადასხვა იურიდიული დოკუმენტების მოწესრიგების მიმართულებით.
ჩატარებული სამუშაო:
გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, საქართველოს იურიდიულ ფირმათა ასოციაციის (სიფა), მხარდაჭერით იურიდიული კომპანია - BLB ჩაერთო პრო ბონო კონსულტაციაში. კონსულტაციის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ სოციალური საწარმოს წარმომადგენელს. ჩატარდა რამოდენიმე სამუშაო შეხვედრა. შეხვედრების ფარგლებში დაიგეგმა და შემუშავდა წესდებაში შესატანი ცვლილებები. ასევე, სოციალური საწარმოს საჭიროებებიდან გამომდინარე BLB შესთავაზა საწარმოს შრომის და მომსახურების ხელშეკრულებების შაბლონის მომზადება.
პრო ბონო მედიაციის შედეგი
მედიაციის შედეგად BLB მიერ მოხდა შემდეგი იურიდიული დოკუმენტების მომზადება:
პრო ბონო კონსულტაციაში ჩართული იყო კომპანია BLB-ის წარმომადგენლები: თენგო მღებრიშვილი და ანა რეხვიაშვილი
მედიატორი:
პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.