საუკეთესო მაგალითები   -  ლექციები და ტრენინგები

პრო ბონო სემინარი: " როგორ გავხდე წარმატებული", 2016 წელი

პრო ბონო კომპანია: ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი"

ბენეფიციარი

დასაქმების პროგრამა Employment Shuttle. დასაქმების პროგრამა (Employment Shuttle) წარმოადგენს LIFE Georgia პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივი ორგანიზაციების კონსორციუმი ACF-ის (Action Against Hunger) ხელმძღვანელობით.

დასაქმების პროგრამის ძირითადი მიზანია უმუშევარი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა.

დასაქმების პროგრამის თითოეული ჯგუფი შედგება 20 უმუშევარი წევრისაგან, რომლებიც 5 თვის განმავლობაში მენტორისა და მოწვეული ლექტორების დახმარებით მუშაობენ, რომ გაიუმჯობესონ ცოდნა და უნარები სამუშაოს მოსაძიებლად.

თითოეული დასაქმების პროგრამა 5 თვე გრძელდება და შედგება 20 აქტიური და მოტივირებული უმუშევარი წევრისაგან, რომლებსაც აძლიერებს და მხარს უჭერს მენტორი მათი პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარებაში.

საჭიროების აღწერა

პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს კომპანიებთან შუამავლობა და კორპორატიული მოხალისეობა. კომპანიების წარმომადგენლები სტუმრობენ მონაწილეებს იმისათვის, რომ ჩაატარონ ტრენინგები/სემინარები კონკრეტულ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს მონაწილეთა პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას და გაზრდის მათი დასაქმების შანსებს.

ჩატარებული სამუშაო

სს მისო “კრისტალის” ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელმა პროგრამის ბენეფიციარებს ჩაუტარა სამი სემინარი `როგორ გავხდე წარმატებული?” სემინარი შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • კონტაქტების დამყარება (networking)
  • სოციალური მედიის ეფექტური გამოყენება და მართვა
  • თვითბრენდინგი
  • მოტივაციის შენარჩუნება
  • ლიდერისა და მენეჯერის თვისებები
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობა

სემინარები ჩატარდა თბილისში (28.06.2016) გორსა (30.06.2016) და ზუგდიდში (12.07.2016). თითოეული სემინარის ხანგრძლივობა: 2 საათი.

მედიატორი

პრო ბონო მედიაციას ახორციელებს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი".