საუკეთესო მაგალითები - ლექციები და ტრენინგები
დიზაინი თქვენი ბიზნესისთვის
21.10.2024
კომპანია: ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი
ბენეფიციარი: სამოქალაქო ორგანიზაციები, სოციალური საწარმოები
ორგანიზაციის შესახებ:
სამოქალაქო ორგანიზაცია არის საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც არ არის სახელმწიფო ან კომერციული სტრუქტურა. იგი იქმნება საზოგადოებრივი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა: სოციალური პრობლემების გადაჭრა, ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, განათლება, ჯანდაცვა და სხვა საზოგადოებრივი ინტერესების სფეროები.
საჭიროების აღწერა:
თანამედროვე ციფრული სივრცის მუდმივი ტრანსფორმაცია წარმოშობს მნიშვნელოვან გამოწვევებს სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის. ტექნოლოგიური პროგრესის სწრაფი რიტმი აუცილებელს ხდის მუშაობის მეთოდოლოგიის მუდმივ გადახედვასა და განახლებას. ამ ცვლილებებისადმი ადაპტაცია პირდაპირ გავლენას ახდენს ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანობაზე. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით რეგიონულ და სათემო ორგანიზაციებს, მნიშვნელოვანისა სიახლეების შესახებ მუდმივი ინფორმირება.
განხორციელებული სამუშაოები:
2024 წლის, 21 ოქტომბერს, გაიმართა ვებინარი „დიზაინი თქვენი ბიზნესისთვის", რომელიც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის" პრო ბონო აქტივობის ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებაზე დეტალურად იქნა განხილული Canva-სა და Freepik-ის მუშაობის პრინციპები. ონლაინ სემინარს უძღვებოდა კრისტალის, მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომელი თიკო ჩხეიძე. ორგანიზაციამ პროექტის ფარგლებში 17.30 საათი დახარჯა.
მიღებული შედეგი:
ონლაინ სემინარს 18 ორგანიზაციის 18 მონაწილე დაესწრო.
მედიატორი: პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.