საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო კონსულტაცია - ადამიანური რესურსების მართვა, 2022 წელი
პრო ბონო კომპანია: სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგი"
ბენეფიციარი: სოციალური საწარმო "ეთნოდიზაინი"
სოციალური საწარმო წარმოადგენს კონფეპტუალურ მაღაზიას, რომელიც დაფუძნდა 2015 წელს და თავს უყრის თბილისსა და რეგიონებში 250-მდე ტრადიციული რეწვის ოსტატის შექმნილ მაღალი ხარისხის ხელნაკეთ პროდუქციას. სოციალური საწარმოს მისიაა, ტრადიციული რეწვის ოსტატების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი პროდუქციის ხარისხისა და დიზაინის განვითარებითა და გაყიდვების ხელშეწყობით.
საჭიროების აღწერა:
როგორ ზემოთ ავღნიშნეთ, სოციალურ საწარმო "ეთნოდიზაინის" ერთ-ერთი მიზანია ტრადიციული რეწვის ოსტატების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. საწარმო აქტიურად მუშაობს აღნიშნულ ოსტატებთან მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს უწყობს მათი პროდუქციის რეალიზაციას და პოპულარიზაციას. საწარმო უკვე 250-მდე ოსტატთან თანამშრომლობს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და იმისთვის, რომ აღნიშნული თანამშრომლობა გახდეს უფრო ეფექტური, სჭირდებოდათ რეკომენდაციები როგორ აამაღლონ მოტივაცია და გაუღვივონ ფინანსური დაინტერესება ოსტატებს.
ჩატარებული სამუშაო:
გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგმა" პრო ბონო კონსულტაცია გაუწია სოციალურ საწარმო "ეთნოდიზაინს". კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა, სადაც "ჯი პი აი ჰოლდინგის" HR-ის გუნდმა რჩევები და რეკომენდაციები გაუზიარა საწარმოს წარმომადგენლებს, მათთვის საინტერესო კითხვებზე.
პრო ბონო მედიაციის შედეგი
ჩატარდა პრო ბონო კონსულატაცია ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე
მედიატორი:
პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.