საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო კონსულტაცია კორპორაციული შეთავაზების მომზადებაში

პრო ბონო კომპანია: ჯი პი აი ჰოლდინგი

ბენეფიციარი: მირაბალდები

საჭიროების აღწერა:

2022 წლის აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით, პრო ბონო ქსელის წევრებმა და პარტნიორმა კომპანიებმა განახორციელეს მასშტაბური პროექტი, რომელიც სოციალური საწარმოების B2B გამოფენისთვის მომზადებაში დახმარებას გულისხმობდა.

B2B გამოფენა მიზნად ისახავს სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს, ასევე საზოგადოებრივ და სახელმწიფო სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას.

გამოფენის ფარგლებში, კოპანიების ამოცანას სოციალური საწარმოებისთვის კორპორაციული შეთავაზების ჩამოყალიბებაში დახმარება წარმოადგენდა.

აღნიშნული მიმართულებით, წელს, პრო ბონო კონსულტირებაში ჩაერთო 27 კომპანია, აქედან პრო ბონო ქსელის წევრი 7 კომპანია: ემ ბი სი ; კრისტალი, ბია, პროფიტ ლაბი, თი ბი სი ბანკი; GEC ქონსალთინგი, მათ შორის ჯი პი აი ჰოლდინგი, რომელმაც პრო ბონო მენტორობა გაუწია სოციალურ საწარმოს „მირაბალდები“.

ჩატარებული სამუშო

მენტორობის ფარგლებში გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებზე, სოციალურ საწარმოს კომპანიის წარმომადგენელი დაეხმარა კორპორატიული შეთავაზების შექმნაში, რომლითაც საწარმო წარსდგა B2B გამოფენაზე. ასევე, კონსულტაციის შედეგად განისაზღვრა საწარმოს პოტენციური კორპორატიული კლიენტების სია და მომზადდა მათთან საკომუნიკაციო ტექტსტები.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

კონსულტაციების შედეგად მომზადდა კორპორაციული შეთავაზება, რომელიც მოიცავდა საწარმოს შესახებ ინფორმაციას, სამიზნე კომპანიების სიას, ეფექტურად ფორმულირებულ გზავნილებს და პოტენციურ პარტნიორებთან საკომუნიკაციო ტექსტებს.

სოციალურმა საწარმომ გამოფენის ფარგლებში გამართა 5 B2B შეხვედრა კომპანიებთან 1. სოკარი 2. არქი 3. აჭარა ჯგუფი 4. თიბისი 5.M2. ასევე, ადგილზე შეძლო 539 ლარის პროდუქციის რეალიზება.

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტაციას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.