საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
დოტს ლეგალმა STEM Space იურიდიული მხარდაჭერა გაუწია
კომპანია: დოტს ლეგალი
ბენეფიციარი: სოციალური საწარმო სტემ სფეის
26.8.2023/23.10.2023
ორგანიზაციის შესახებ: სოციალური საწარმო შეიქმნა ლეგო-განათლების კურსების განხორციელების მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების დასაქმებას, საქართველოში STEM-ის და პროფესიული განათლების პოპულარიზაციას. ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, ორგანიზაცია საკუთარი საქმიანობის ფარგლებში ითვალისწინებს:
- ადგილობრივი მოსახლეობის, მ.შ. სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას;
- მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკისა და საკუთარი გამოცდილების გაერთიანებით ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებას;
- ინოვაციური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
თანამშრომლობას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მ.შ. სხვადასხვა პროფესიულ გაერთიანებებთან.
საჭიროების აღწერა: ორგანიზაციის წესდებას და ორგანიზაციის დირექტორს უფლება-მოვალეობების შესრულების დროს გაუვიდა ვადა. სოციალური საწარმო საჭიროებდა მისი, როგორც ორგანიზაციის წესდების ხელახალ რეგისტრაციას ასევე, ახალი ხელმძღვანელი პირის არჩევას. აღნიშნული პრობლემების გამო ზაფხულის პერიოდიდან სოციალურ საწარმოს გაყინული ჰქონდა ანგარიში და ვერ ხორციელდებოდა, ასევე სხვა ადმინისტრაციული საქმიანობა.
განხორციელებული სამუშაოები: იურიდიული კომპანია და მისი თანამშრომელი უმცროსი იურისტი, ნათია ბაღდავაძე (8.5 პრო ბონო საათი) და მმართველი პარტნიორი, ციცია ჯავახიშვილი (4 პრო ბონო საათი) სოციალური საწარმო STEM Space-ს პრო ბონო საწყისებზე იურიდიული საკითხებისა და საჯარო რეესტრისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში დაეხმარნენ.
მიღებული შედეგი: მხლოდ იურიდიული კომპანიის დახმარების და მათ მიერ განხორციელებული სამუშაოების შემდეგ შეიცვალა წესდება საჯარო რეესტრში და ახალი დირექტორის არჩევა მოხდა.
მედიატორი: პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.