საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო კონსულტაცია საკომუნიკაციო გეგმის შემუშავებაში, მაისი, 2022 წელი

პრო ბონო კომპანია: ეი პი ემ ტერმინალს ფოთი

ბენეფიციარი: სამოქალაქო ორგანიზაცია "საქართველოს ლაბორატორია"

"საქართველოს ლაბორატორია" წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს შემდეგი მიმართულებით: განათლების ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა, საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების სისტემატიური კვლევა და მათი გადაჭრის გზების ძიება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, გარემოს დაცვის საკითხების ადვოკატირება, ა.შ. ორგანიზაცის საქმიანობის არეალია იმერეთის რეგიონი.

საჭიროების აღწერა:

"საქართველოს ლაბორატორიას" დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით სჭირდებოდა საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება. ორგანიზაცია დღემდე საკუთარი ძალებით ცდილობდა პროექტების განხორციელების დროს კომუნიკაციის გეგმის შემუშავებას, თუმცა იმისთვის რომ ორგანიზაცია სწორად პოზიციონირდეს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან და ასევე, კომუნიკაცია იყოს უფრო ეფექტური, გადაწყვიტეს ერთიანი საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება. სწორედ ამ მიზნით, სჭირდებოდათ გამოცდილი, პროფესიონალის დახმარება.

ჩატარებული სამუშაო:

2022 წლის მაისში, კომპანია "ეი პი ემ ტერმინალს ფოთის" კომუნიკაციების და CSR პარტნიორმა - ეთუნა ცოტნიაშვილმა პრო ბონო კონსულტაცია გაუწია სამოქალაქო ორგანიზაცია "საქართველოს ლაბორატორიას". კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა რამოდენიმე სამუშაო შეხვედრა და ასევე, კონსულტაცია მოიცავდა ონლაინ კომუნიკაციას. კონსულტაციის შედეგად სამოქალაქო ორგანიზაცია "საქართველოს ლაბორატორიამ" შეიმუშავა ორგანიზაციის საკომუნიკაციო გეგმა დაინტერესებულ მხარეებთან (დონორებთან, ბიზნეს სექტორთან, ბენეფიციარებთან) საკომუნიკაციოდ.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

პრო ბონო კონსულტაციის შედეგად შეიქმნა ბენეფიციარი ორგანიზაციის საკომუნიკაციო გეგმა.

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტაციას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.