საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო კონსულტაცია მარკეტინგში, 2017 წელი
პრო ბონო კომპანია: ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი "ეისითი" (ACT)
ბენეფიციარი: სოციალური საწარმო ბაბალე
"ბაბალე" არის სოციალური საწარმო, რომელიც შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია "რეალური ცვლილებებისთვის" მიერ, რომლის დამფუძნებლები და წევრები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლები. "ბაბალეს" სამიზნე ჯგუფია ინტელექტუალური დარღვევების და ფსიქო სოციალური საჭიროების მქონე პირები.
"ბაბალეს" სივრცეში არსებობს შემოქმედებითი სახელოსნო, სადაც მუშაობენ და სწავლობენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდები და ასევე, ფუნქციონირებს სალონი სადაც ხდება მათი ნამუშევრების გამოფენა და გაყიდვა. "ბაბალეს" სივრცეში დამზადებული გამოყენებითი დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები იქმნება მხატვრების, დიზაინერების, ფსიქოლოგებისა და სპეც პედაგოგების ერთობლივი მუშაობის შედეგად. "ბაბალეში" განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნება ადაპტირებულ შემოქმედებით გარემოში სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენებით და დაკავდნენ სხვადასხვა პოზიციაზე.
საჭიროების აღწერა:
დღეისათვის საწარმოს ძირითად გამოწვევას წარამოადგენს სტაბილური გაყიდვების მიღწევა. სადღესასაწაულო პერიოდებში (ახალი წელი, აღდგომა) საწარმოს აქვს დიდი ოდენობით შეკვეთები და შესაბამისად გაყიდვების მაჩვენებელი მაღალია, თუმცა არასადღესასწაულო პერიოდში გაყიდვები მცირდება, როგორც საცალო ასევე კორპორატიული კუთხით. შესაბამისად, სოციალური საწარმოს უჭირს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება. "ბაბალეს" სჭირდება პროდუქციის განვითარების სტრატეგია (არსებული პროდუქციის განვითარება და ახალი პროდუქციის შექმნა), რომელიც იქნება მორგებული ბაზარზე და მომხმარებელზე და ასევე, სოციალური საწარმოს წარმოების შესაძლებლოებებზე. ასევე, სოციალურ საწარმოს არ აქვს კორპორატიული შეთავაზება, რომელიც დაეხმარება კორპორატიული კლიენტების მოზიდვისთვის.
ჩატარებული სამუშაო:
2017 წელს პრო ბონო კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრათა სერია "ეისითის" თანამშრომლებს და სოციალურ საწარმო "ბაბალეს" წარმომადგენლებს შორის. შეხვედრების სერია:
-
გაცნობა, ინფორმაციის მიღება, მომავალი შეხვედრების დაგეგმვა - 2 სთ;
-
კრეატიული სესია "ეისითის" თანამშრომლების მონაწილებით - 5 სთ;
-
კრეატიული სესიის შედეგების განხილვა - 2 სთ;
-
კატალოგის დიზაინის შერჩევა და პროდუქტების - 2 სთ;
პრო ბონო მედიაციის შედეგი:
კონსულტაციის შედეგად შემუშავდა: პროდუქციის განვითარების გეგმა და პროდუქციის კატალოგი
მედიატორი:
პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.