საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო კონსულტაცია საკომუნიკაციო კამპანიაში, მაისი, 2022 წელი

პრო ბონო კომპანია: ეისითი - კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანია

ბენეფიციარი: მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის/WEG

“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) არის დამოუკიდებელი, არამომგებიანი ანალიტიკური ცენტრი, რომელიც 2006 წლიდან მუშაობს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებზე საქართველოში. WEG-ის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური მდგრადობის და დემოკრატიული განვითარების გაძლიერება საქართველოში ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობის გზით.

საჭიროების აღწერა:

"მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) მუშაობდა ერთ-ერთ კვლევაზე, რომლის მიზანი იყო რუსეთ-უკრაინის ომის მოკლევადიანი ეფექტების ანალიზი და გავლენა საქართველოს ენერგო უსაფრთხოებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული თემა საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და საზოგადოების მაღალი ინტერესს იწვევს, ორგანიზაციას სჭირდებოდა აღნიშნული კვლევის ეფექტური საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვა.

ჩატარებული სამუშაო:

2022 წლის მაისში, კვლევის და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალურმა კომპანიამ "ეისითიმ", სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერის - ნინო კალანდიას ჩართულობით, პრო ბონო კონსულტაცია გაუწია ორგანიზაციას "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG). კონსულტაციის ფარგლებში "ეისითიმ" კვლევის საკომუნიკაციო კამპანიის გეგმა შეიმუშავა. კერძოდ, განისაზღვრა: კვლევის დიანტერესებული მხარეები, საკომუნიკაციო არხები, ა.შ. კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა ორი სამუშაო შეხვედრა "ეისითის" და მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) წარმომადგენელს შორის.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

პრო ბონო კონსულტაციის შედეგად შეიქმნა ბენეფიციარი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის საკომუნიკაციო კამპანიის გეგმა. შექმნილი გეგმის მიხედვით დაგეგმილი კამპანია განხორციელდება 2022 წლის ივნისში.

მედიატორი:

პრო ბონო ვორქშოფს მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.