საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო კონსულტაცია - საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, 2021 წელი

პრო ბონო კომპანია: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი"

ბენეფიციარი: სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება 2019 წელს დაფუძნდა 61 სოციალური მუშაკის მიერ. დღესდღეობით გაერთიანება 114 წევრს აერთიანებს და აქტიურად არის ჩართული სოციალური მუშაობის სფეროს მონიტორინგის, არსებული პრობლემების გამოვლენისა და ადვოკატირების პროცესებში.

საჭიროების აღწერა:

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაცია - სოციალურ მუშაკთა გაერთიანება გარე კომუნიკაციების მიმართულებით საკმაოდ აქტიურად მუშაობდა და მუშაობს, კერძოდ ფლობს გამართულ ვებ გვერდს და ფეისბუქ გვერდს, ასევე აქტიურად თანამშრომლობს მედია საშუალებებთან. თუმცა, არ ჰქონდა შემუშავებული საკომუნიკაციო სტრატეგია და იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად გააგრძელოს კომუნიკიაცია დაინტერესებულ მხარეებთან, სჭირდებოდა საკომუნიკაციო სტრატეგია.

ჩატარებული სამუშაო:

გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" ჩაერთო პრო ბონო კონსულტაციაში. კონსულტაციის დასაწყისში "ემ ბი სის" საზოგადოებასთან ურთიერთობის და კორპორაციული პასუხისმგებლობის მენეჯერმა - თამთა ასლანიშვილმა დაადგინა სოციალურ მუშაკთა გაერთიანების საჭიროებები კომუნიკაციების მიმართულებით. შედეგად აღმოჩნდა, რომ საკომუნიკაციო სტრატეგიასთან ერთად, გაერთიანება საჭიროებდა ლოგოს შეცვლას და ბრენდ ბუქის შექმნას. ერთობლივი მუშაობის შედეგად, რომელიც მოიცავდა შეხვედრებს და ონლაინ კომუნიკაციას, შეიქმნა "სოციალურ მუშაკთა გაერთიანების" ახალი ლოგო, ასევე შეიქმნა ბრენდ ბუქი და რა თქმა უნდა, შეიქმნა ორგანიზაციის საკომუნიკაციო სტრატეგია.

აღნიშნული კონსულტაცია ჩატარდა "ემ ბი სის" ახალი პრო ბონო პროექტის - "მამა ბონოს" ფარგლებში. პროექტის მიზანს წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი ჩართულობა ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში. პროექტის ფარგლებში პრიორიტეტია ქალთა ჯგუფი - დედები. ქალები, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ჩამოშორდნენ ან საერთოდ ვერ მოახერხეს ჩართვა სწორედ დედობის გამო. კომპანია "ემ ბი სის" პრო ბონო კონსულტანტი - თამთა ასლანიშვილი, სწორედ დეკრეტის პერიოდში ჩაერთო პრო ბონო კონსულტაციაში და დაეხმარა პრო ბონო ბენეფიციარ ორგანიზაციას საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშვებაში.

პრო ბონო მედიაციის შედეგი

მედიაციის შედეგად შეიქმნა შეიქმნა: "სოციალურ მუშაკთა გაერთიანების" ლოგო, ბრენდ ბუქი და საკომუნიკაციო სტრატეგია.

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.