საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო კონსულტაცია კორპორაციული შეთავაზების მომზადებაში
პრო ბონო კომპანია: ემ ბი სი
ბენეფიციარი: ბებიას
საჭიროების აღწერა:
2022 წლის აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით, პრო ბონო ქსელის წევრებმა და პარტნიორმა კომპანიებმა განახორციელეს მასშტაბური პროექტი, რომელიც სოციალური საწარმოების B2B გამოფენისთვის მომზადებაში დახმარებას გულისხმობდა.
B2B გამოფენა მიზნად ისახავს სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს, ასევე საზოგადოებრივ და სახელმწიფო სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას.
გამოფენის ფარგლებში, კოპანიების ამოცანას სოციალური საწარმოებისთვის კორპორაციული შეთავაზების ჩამოყალიბებაში დახმარება წარმოადგენდა.
აღნიშნული მიმართულებით, წელს, პრო ბონო კონსულტირებაში ჩაერთო 27 კომპანია, აქედან პრო ბონო ქსელის წევრი 7 კომპანია: კრისტალი, პროფიტ ლაბი; ბია; ჯი პი აი ჰოლდინგი; თი ბი სი ბანკი; GEC ქონსალთინგი და ემ ბი სი.
ემ ბი სი-მ პრო ბონო მენტორობა გაუწია სოციალურ საწარმოს „ბებიას“.
ჩატარებული სამუშაო:
მენტორობის ფარგლებში, კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა - თეო ჭანტურიამ და ანი ადუაშვილმა სოციალური საწარმოს დამფუძნებლებთან რადენიმე საკონსულტციო შეხვედრა გამართეს. სოციალურ საწამოს რეკომენდაციები მიაწოდეს კორპორაციული გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბების შესახებ, დაეხმარნენ კორპორაციული კლიენტებისათვის პროდუქტების შესახებ მთავარი გზავნილის/ების ფორმულირებაში
პრო ბონო მედიაციის შედეგი:
საკონსულტაციო შეხვედრისას განისაზღვა პოტენციური ბიზნესების სია, ასევე, მომზადდა რეკომენდაციები ბიზნესებთან საკომუნიკაციოდ. სოციალურმა საწარმომ გამოფენის ფარგლებში გამართა 3 B2B შეხვედრა კომპანიებთან - „ჯეპრა“, „კრისტალი“, „არქი“.
მედიატორი:
პრო ბონო კონსულტაციას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.