საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო კონსულტაცია კორპორაციული შეთავაზების მომზადებაში

პრო ბონო კომპანია: GEC ქონსალთინგი

ბენეფიციარი: ჩემპი

საჭიროების აღწერა:

2022 წლის აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით, პრო ბონო ქსელის წევრებმა და პარტნიორმა კომპანიებმა განახორციელეს მასშტაბური პროექტი, რომელიც სოციალური საწარმოების B2B გამოფენისთვის მომზადებაში დახმარებას გულისხმობდა.

B2B გამოფენა მიზნად ისახავს სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს, ასევე საზოგადოებრივ და სახელმწიფო სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას.

გამოფენის ფარგლებში, კოპანიების ამოცანას სოციალური საწარმოებისთვის კორპორაციული შეთავაზების ჩამოყალიბებაში დახმარება წარმოადგენდა.

აღნიშნული მიმართულებით, წელს, პრო ბონო კონსულტირებაში ჩაერთო 27 კომპანია, აქედან პრო ბონო ქსელის წევრი 7 კომპანია: ემ ბი სი ; კრისტალი, ბია, პროფიტ ლაბი, ჯი პი აი ჰოლდინგი; თი ბი სი ბანკი, მათ შორის GEC ქონსალთინგი, რომელმაც პრო ბონო მენტორობა გაუწია სოციალურ საწარმოს „ჩემპი“.

ჩატარებული სამუშაო

მენტორობის ფარგლებში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრები, რომლის დროსაც კომპანიის წარმომადგენლები სოციალურ საწარმოს დაეხმარნენ კორპორატიული შეთავაზების მომზადებაში. კონსულტაციის შედეგად განისაზღვრა ის ბიზნეს კომპანიები თუ ორგანიზაციები, რომლებიც კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით სოციალური საწარმოს პოტენციურ სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

კონსულტაციების შედეგად, მომზადდა ბიზნესებთან საკომუნიკაციო კორპორაციული შეთავაზება, რომელიც მოიცავდა შემდეგ სამუშაოებს: საწარმოს შესახებ ინფორმაციის მომზადებას, სამიზნე კომპანიების შერჩევას, კორპორაციული კლიენტებისათვის პროდუქტების შესახებ მთავარი გზავნილების ფორმულირებას, პოტენციურ პარტნიორებთან მოკლე საკომუნიკაციო ტექსტის შედგენას და მათთვის რელევანტური/ინდივიდუალური შეთავაზების მომზადებას.

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტაციას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.