საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო კონსულტაცია გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში,2019 წელი

პრო ბონო კომპანია: საკონსულტაციო კომპანია Georgian Progress Group

ბენეფიციარი: სოციალური საწარმო ბაბალე

"ბაბალე" არის სოციალური საწარმო, რომელიც შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია "რეალური ცვლილებებისთვის" მიერ, რომლის დამფუძნებლები და წევრები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლები. "ბაბალეს" სამიზნე ჯგუფია ინტელექტუალური დარღვევების და ფსიქო სოციალური საჭიროების მქონე პირები.

"ბაბალეს" სივრცეში არსებობს შემოქმედებითი სახელოსნო, სადაც მუშაობენ და სწავლობენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდები და ასევე, ფუნქციონირებს სალონი სადაც ხდება მათი ნამუშევრების გამოფენა და გაყიდვა. "ბაბალეს" სივრცეში დამზადებული გამოყენებითი დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები იქმნება მხატვრების, დიზაინერების, ფსიქოლოგებისა და სპეც პედაგოგების ერთობლივი მუშაობის შედეგად. "ბაბალეში" განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნება ადაპტირებულ შემოქმედებით გარემოში სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენებით და დაკავდნენ სხვადასხვა პოზიციაზე.

საჭიროების აღწერა:

საწარმოს ძირითად გამოწვევას წარამოადგენს სტაბილური გაყიდვების მიღწევა. სადღესასაწაულო პერიოდებში (ახალი წელი, აღდგომა) საწარმოს აქვს დიდი ოდენობით შეკვეთები და შესაბამისად გაყიდვების მაჩვენებელი მაღალია, თუმცა არასადღესასწაულო პერიოდში გაყიდვები მცირდება, როგორც საცალო ასევე კორპორატიული კუთხით. შესაბამისად, სოციალური საწარმოს უჭირს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება. "ბაბალეს" სჭირდება მათ საჭიროებაზე მორგებული გაყიდვების სტრატეგია, რომელიც იქნება მორგებული სოციალური საწარმოს მომხმარებელზე და ასევე, წარმოების შესაძლებლოებებზე.

ჩატარებული სამუშაო:

2019 წელს პრო ბონო კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრათა სერია Progress Group-ის გუნდსა და სოციალურ საწარმო "ბაბალეს" წარმომადგენლებს შორის. შეხვედრები მოიცავდა ინფორმაციის გაცვლას და იდეების გენერირებას პრო ბონო კონსულტანტებს და სოციალური საწარმოს წარმომადგენლებს შორის.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

კონსულტაციის შედეგად შემუშავდა გაყიდვების სტრატეგია სოციალური საწარმოსათვის.

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.