საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო კონსულტაცია სავაჭრო ნიშნის დაპატენტებასთან დაკავშირებით, 9 ნოემბერი, 2021
პრო ბონო კომპანია: Grata International Georgia
ბენეფიციარი: სოციალური საწარმო "ეთნოდიზაინი"
საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მაღაზია "ეთნოდიზაინში" წარმოდგენილია ქართული ტრადიციული რეწვის გამორჩეული ნიმუშები, რომლებიც შექმნილია ხელით, ქართველი ოსტატების მიერ სპეციალურ ტრენინგებზე დაყრდნობით.
საჭიროების აღწერა:
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, საწარმოს ბენეფიციარები არიან ტრადიციული რეწვის ოსტატები, რომლებიც უნიკალურ პროდუქციას ქმნიან. გამომდინარე იქიდან, რომ საწარმოს დიდი გამოცდილება დაუგროვდა საქმიანობის კუთხით, დაიწყო სავაჭრო ნიშნის დაპატენტებაზე ფიქრი. სწორედ ამ მიზნით, "ეთნოდიზაინს" სჭირდებოდა იურიდიული კონსულტაცია
ჩატარებული სამუშაო:
გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, საქართველოს იურიდიულ ფირმათა ასოციაციის (სიფა), მხარდაჭერით იურიდიული კომპანია - Grata International Georgia (კორძახია ჟღენტი) ჩაერთო პრო ბონო კონსულტაციაში. კონსულტაციის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენელმა საწარმოს გააცნო ადგილობრივი და საერთაშორისო სამართლებრივი გარემო პატენტის გაცემასთან დაკავშირებით. ასევე, საწარმომ მიიღო დეტალური ინფორმაცია პატენტის პროცედურასთან, განაცხადთან და საფასურთან დაკავშირებით.
პრო ბონო მედიაციის შედეგი:
იურიდიული პრო ბონო კონსულტაცია ფარგლებში ჩატარდა ერთი შეხვედრა, რომელშიც მონაწილოებდა Grata International Georgia (კორძახია ჟღენტი) იურისტი და სა
მედიატორი:
პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.