საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

HR რესურსების გაძლიერება STEM Space-ში

25.07.2024 -10.11.2024

კომპანია: ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი

ბენეფიციარი: სოციალური საწარმო სტემ სფეის


ორგანიზაციის შესახებ

სოციალური საწარმო "სტემ სფეისის" მისიაა LEGO STEM მიმართულების კურსების განხორციელების გზით ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და დასაქმების ხელშეწყობა მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. STEM სისტემის შესწავლა ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს განავითარონ ტექნიკური უნარები ისეთ მაღალკვალიფიციურ და ტექნოლოგიურ დარგებში, რომლებიც საქართველოს და საერთაშორისო შრომის ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

საჭიროების აღწერა:

საწარმოს ძირითადი გამოწვევა ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნაა, რომელსაც ადამიანური რესურსების სიმცირის გამო ვერ პასუხობს. საწარმოს ესაჭიროება კონსულტაცია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით, რათა დაინახოს ადამიანური რესურსის საჭიროების მასშტაბი, განსაზღვროს საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დაამუშაოს თანამშრომლების სამოტივაციო პროგრამა.

განხორციელებული სამუშაოები:

2024 წლის 25 ივლისს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალის HR დეპარტამენტის თანამშრომელმა თამარ ლომთაძემ სოციალურ საწარმოსთან ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით კონსულტაცია დაიწყო. თავდაპირველად შეფასდა თანამშრომლების საჭიროება და მათი საქმიანობის სფეროები, ხოლო მეორე ეტაპზე განისაზღვრა პოტენციური კანდიდატის უნარები. სტემ სფეისთან კრისტალის საქმიანობა დაახლოვებით 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და კომპანიის მხრიდან პრო ბონო აქტივობაში 12 საათი დაიხარჯა.

მიღებული შედეგი:

კონსულტაციების საფუძველზე მომზადდა ვაკანსიის ტექსტი და განისაზღვრა სია უმაღლესი სასწავლებლების, სადაც სტუდენტთა ინტერესების შესაბამისად, შესაძლებელია შესაფერისი კანდიდატების მოძიება

მედიატორი: პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.