საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

HR საკონსულტაციო პროექტი

20.02.2024 -25.06.2024

კომპანია: სადაზღვევო კომპანია ალდაგი

ბენეფიციარი: სოციალური საწარმო „ორბის ბუდე“

ორგანიზაციის შესახებ:

ორბის ბუდე სოციალური საწარმოა, რომელიც სოფელ სამშვილდეში მდებარეობს. მისი მიზანია შექმნას განსაკუთრებული სივრცე მოგზაურთათვის, რომელიც იქნება ისტორიული მარშრუტების გზამკვლევი და ახალი, საინტერესო აქტივობების ადგილი.

საჭიროების აღწერა:

ორბის ბუდე უკვე ფუნქციონირებს, თუმცა მოთხოვნის ზრდასთან ერთად იზრდება საჭიროებები და ახალი თანამშრომლების ჩართვა. ორგანიზაციას ესაჭიროება სტრუქტურა, ყველა თანამშრომლის უფლება მოვალეობებისა და სამუშაოს აღწერა,

განხორციელებული სამუშაოები:

2024 წლის 25 ივნისს ორბის ბუდესთან დასრულდა. პროექტში ალდაგის, HR განყოფილების უფროსი გვანცა ჩახავა იყო ჩართული. კომპანიამ პრო ბონო აქტივობას 20 საათი დაუთმო.

მიღებული შედეგი:

პროექტის ფარგლებში მომზადდა - ორგანიზაციული გან.ჩარტი. განისაზღვრა თანამშრომელთა რაოდენობა, შეფასდა ადამიანური რესურსის საჭიროების მასშტაბი, მომზადდა თანამშრომელთა სამუშაო აღწერები.

მედიატორი:

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.