საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
ინტერიერის დიზაინი ახალი სოციალური საწარმოსთვის
27.02.2023 – 17.05.2023
პრო ბონო ქეისში ჩართულები იყვნენ: არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი - ბექა საცერაძე და კონსულტანტი - ინტერიერის დიზაინიერი სალომე ჭყონია
ბენეფიციარი: სოციალური საწარმო “ორბის ბუდე”
საჭიროების აღწერა:
ორბის ბუდე სოციალური საწარმოა, რომელიც სოფელ სამშვილდეში მდებარეობს. მისი მიზანია შექმნას განსაკუთრებული სივრცე მოგზაურთათვის, რომელიც იქნება ისტორიული მარშრუტების გზამკვლევი და ახალი, საინტერესო აქტივობების ადგილი. საწარმოს სურვილი აქვს დაიმკვიდროს თავი როგორც ადგილობრივმა ტურისტულმა ობიექტმა, ტერიტორიაზე რამდენიმე შენობა ნაგებობაა განთავსებული, რომელიც დასრულებული არ იყო და საჭიროებდა ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს.
ჩატარებული სამუშაო: 2023 წლის მარტი-მაისის თვეში, სოციალური საწარმო „ორბის ბუდეს“ საჭიროებების გადასაჭრელად კომპლექსური პრო ბონო ქეისი განხორციელდა, რომელიც აერთიანებდა პროფესიონალ ინტერიერის დიზაინერს, სალომე ჭყონიას როგორც კონსულტანტს, არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტს ბექა საცერაძეს როგორც ინტერიერის დიზაინერს და მაია წიგნაძე ლანდშაფტის მიმართულებით კონსულტანტი. ბექას მიერ ორბის ბუდისთვის მომზადდა ტურისტული საინფორმაციო შენობის ინტერიერის დიზაინი, ავეჯის დიზაინი და ასევე ეზოს დიზაინი. აღსანიშნავია რომ სტუდენტის მიერ მოხდა სრული შენობა ნაგებობის აზომვითი სამუშაოების ჩატარება, ინტერიერის/ავეჯის სტილისა და ფაქტურების შერჩევას, ვიზუალური პროექტის 3D-აწყობას. ასევე ბექა საცერაძე ჩართული იყო ავეჯის დამზადების პროცესში. საერთო ჯამში ბექას მიერ პროექტის მოსამზადებლად 52 პრო ბონო საათი დაიხარჯა,სალომე ჭყონიას მიერ 2 საათი, ხოლო მაია წიგნაძის მიერ 6 საათი.
პრო ბონო მედიაციის შედეგად მომზადდა: ტურისტული საინფორმაციო შენობის დიზაინის პროექტი. ეზოს კეთილმოწყობის გეგმა და ეზოს ავეჯის ვიზუალური სტილის შერჩევა.
მედიატორი:
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.