საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

იურიდიული პრო ბონო კონსულტაცია, 2021 წელი

პრო ბონო კომპანია: იურიდიული კომპანია "სვანიძე და პარტნიორები"

ბენეფიციარი: თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი

ორგანიზაცია ა.(ა).ი.პ. "თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი" დაფუძნდა ქ. თეთრიწყაროში 2016 წელს. მისი მიზანია მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების მიმართულებით პროექტების განხორციელება.

საჭიროების აღწერა:

იმისათვის, რომ გაზარდოს საკუთარი ზეგავლენები და უკეთ შეძლოს ორგანიზაციის ბენეფიციარების მხარდაჭერა, თეთრიწყაროს ახალგაზრდულმა ცენტრმა გადაწყვიტა დააფუძნოს სოციალური საწარმო. საწარმოს იურიდიული სტატუსი და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების განსაზღვრის მიზნით ორგანიზაციას სჭირდებოდა კვალიფიციური იურისტის კონსულტაცია.

ჩატარებული სამუშაო:

გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, საქართველოს იურიდიულ ფირმათა ასოციაციის (სიფა), მხარდაჭერით იურიდიული კომპანია - "სვანიძე და პარტნიორები" ჩაერთო პრო ბონო კონსულტაციაში. კონსულტაციის ფარგლებში, კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორი - გოჩა სვანიძე შეხვდა სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელს. შეხვედრის დროს განიხილეს სოციალური საწარმოს დაფუძნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.

პრო ბონო მედიაციის შედეგი

მედიაციის შედეგად "სვანიძე და კომპანიის" დამფუძნებელმა - გოჩა სვანიძემ სამოქალაქო ორგანიზაციას იურიდიული კონსულტაცია გაუწია შემდეგ საკითხებში:

  • სოციალური საწარმოს იურიდიული სტატუსი;
  • სოციალური საწარმოს დაფუძნებასთან დაკავშირებული იურიდიული და საგადასახადო რისკები;

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.