საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

იურიდიული პრო ბონო კონსულტაცია, 2021 წელი

პრო ბონო კომპანია: იურიდიული კომპანია KMG Georgia

ბენეფიციარი: სამოქალაქო ორგანიზაცია "უკეთესი მომავლისთვის"

ორგანიზაცია 2002 წელს შეიქმნა და ეწოდა ახალგაზრდული ასოციაცია „ახალგორი“, თუმცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად ორგანიზაციაც იძულებით გადაადგილებული აღმოჩნდა. სწორედ ამ მოვლენებმა განაპირობა ცვლილებები ორგანიზაციის ამოცანებსა და მიზნებში. ასევე შეიცვალა ორგანიზაციის სახელწოდებაც (ახალგაზრული ასოციაცია ახალგორი) და ეწოდა ა(ა)იპ „უკეთესი მომავლისათვის“.

საჭიროების აღწერა:

ორგანიზაცია უკვე დიდი ხანია არსებობს და საკმაოდ გამოცდილება დაუგროვდა. ორგანიზაციაში იგეგმება რეორგანიაზაცია და ორგანიზაციის სტრუქტურის ცვლილება. ასევე, დირექტორის და ორგანიზაციის სახელწოდების ცვლილება. შესაბამისად, ორგანიზაციას სჭირდება იურიდიული დოკუმენტების ცვლილება. კერძოდ, ორგანიზაციის წესდების ცვლილება. სწორედ, ამ მიზნით სამოქალაქო ორგანიზაციას სჭირდებოდა პროფესიონალი იურისტის დახმარება.

ჩატარებული სამუშაო:

გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, საქართველოს იურიდიულ ფირმათა ასოციაციის (სიფა), მხარდაჭერით იურიდიული კომპანია - KMG Georgia ჩაერთო პრო ბონო კონსულტაციაში. კონსულტაციის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელს. შეხვედრის დროს განიხილეს დაგეგმილი ცვლილებები და მათი გავლენა ორგანიზაციის იურიდიულ დოკუმენტებზე. შეხვედრის შედეგად შეჯერდნენ დოკუმენტებში შესატან ცვლილებებზე. შედეგად, იურიდიულმა კომპანიამ დააკორექტირა და ცვლილებები შეიტანა ორგანიზაციის დოკუმენტებში.

პრო ბონო მედიაციის შედეგი

მედიაციის შედეგად KMG Georgia-ს მიერ მოხდა შემდეგი იურიდიული დოკუმენტების მომზადება:

  • დამფუძნებელთა კრების ოქმი;
  • გამგეობის სხდომის ოქმი;
  • ორგანიზაციის წესდება

პრო ბონო კონსულტაციაში ჩართული იყო KMG Georgia-ს პარტნიორები: მაია მესხი და ქეთევან ჯელაძე

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.