საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

კომპანია 'რემაინდერის' კონსულტაცია კრიზისული სიტუაციების მართვის მიმართულებით

24/04/2023 – 16/06/2023

პრო ბონო კომპანია: კომპანია „რემაინდერი“

ბენეფიციარი: სამოქალაქო ორგანიზაცია კავშირი „ორიონი“

საჭიროების აღწერა: კავშირი ორიონი, სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელიც ქალაქ ზესტაფონში 2004 წელს დაფუძნდა. მისი საქმიანობა მოიცავს: შშმ პირების, მათი მშობლების და მხარდამჭერების გაძლიერება და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას (განათლება, დასაქმება). ორიონის ბაზაზე ფუნქციონირებს დღის ცენტრები რომელიც ემსახურება 6-18 წლამდე შშმ ბავშვებს და 18 წლის ზემოთ პირებს, ასევე ხორციელდება 0-7 წლამდე ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა. მარტის თვეში, ქალაქ ზესტაფონში ორგანიზაციის მიერ რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა, რომელიც ერთ-ერთ მედიაში არასწორი კონტექსტით გაშუქდა და ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

ჩატარებული სამუშაო: 2023 წლის 16 ივნისს კომპანია „რემაინდერის“ კრიზისის მართვის მიმართულებით მიმდინარე პრო ბონო კონსულტაციები კავშირ „ორიონთან“ დასრულდა. კონსულტაციების მთავარი ამოცანა სოციალურ ქსელში გავრცელებული სატელევიზიო სიუჟეტის ნეგატიურ გამოხმაურებასთან გამკლავება და ორგანიზაციის რეპუტაციის მართვა იყო. საკონსულტაციო შეხვედრების დროს „რემაინდერის“ დამფუძნებელმა, გიორგი კალატოზიშვილმა, ისაუბრა მედია მონიტორინგის სტანდარტებსა და მნიშვნელობაზე კრიზისული სიტუაციების მართვის დროს, ასევე ნეგატიური კონტექსტის ცვლილების გზებსა და შესაძლებლობებზე კომუნიკაციის პროცესში.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

პრო ბონო კონსულტაციების შედეგად, მომზადდა სოციალურ ქსელში არსებული ნეგატიური გამოხმაურებების ანალიზი და ორგანიზაციის იმიჯის ფორმირებისთვის საჭირო საკომუნიკაციო სტრატეგიის მონახაზი.

მედიატორი:

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.