საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო კონსულტაცია ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში, 8 ივლისი, 2022 წელი

პრო ბონო კომპანია: კრედო ბანკი

ბენეფიციარი: სამოქალაქო ორგანიზაცია "საქართველოს შემეცნებითი ცენტრი"

სამოქალაქო ორგანიზაცია საქართველოს შემეცნებითი ცენტრი 2019 წელს დაფუძნდა და ის არაფორმალური განათლებისა და ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის გზით ცდილობს საქართველოში ახალგაზრდების, მათ შორის ქალების, ბავშვების, განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანების გაძლიერებას. ამ ხნის მანძილზე თბილისსა და რეგიონებში ახალგაზრდების გააქტიურების, მხარდაჭერისა და გაძლიერების მხრივ არაერთი საინტერესო საქმიანობა განახორციელა. წარმატებული გამოცდილების კვალდაკვალ, ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით 400-მდე მოხალისესა და ბენეფიციარს აერთიანებს. ცენტრი მუდმივად ზრუნავს მოხალისეთა წრის გაფართოებაზე და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნაზე.

საჭიროების აღწერა:

"საქართველოს შემეცნებით ცენტრს", ისე როგორც ბევრ სხვა სამოქალაქო ორგანიზაციას, შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, არ ჰყავს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით პასუხისმგებელი თანამშრომელი. თუმცა, საქმიანობის (პროექტების) განხორციელების დროს სჭირდებათ აღნიშნული მიმართულების სწორად მართვა. გამომდინარე აქედან, ორგანიზაციას სჭირდებოდა კონსულტაცია ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე.

ჩატარებული სამუშაო:

2022 წლის 8 ივლისს, "კრედო ბანკის" ადამიანური რესურსების მართვის წარმომადგენელმა - ინგა თაკალანძემ, პრო ბონო კონსულტაცია გაუწია "საქართველოს შემეცნებით ცენტრს". შეხვედრის ფარგლებში ორგანიზაციამ ისეთ საკითხებზე მიიღო ამომწურავი ინფორმაცია, როგორიცაა: თანამშრომელთა დროის აღრიცხვა და მართვა, საქართველოს შრომითი კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, ა.შ.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

პრო ბონო კონსულტაცია ადმიანური რესურსების მართვის საკითხებზე.

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტაციას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.