საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო კონსულტაცია საკონკურსო პრეზენტაციის მომზადებაში
პრო ბონო კომპანია: კრედო ბანკი
ბენეფიციარი: „მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა“ - თორნიკე ჟუჟნიაშვილი, წეროვანის საინიციატივო ჯგუფი, მცხეთა-მთიანეთი
საჭიროების აღწერა:
2022 წლის სექტემბერ-ნოემბერში, პრო ბონო ქსელის წევრებმა და პარტნიორმა კომპანიებმა განახორციელეს მასშტაბური პრო ბონო პროექტი, რომელიც გულისხმობდა სამოქალაქო აქტივისტების მიერ განხორციელებული ინიციატივების შესახებ პრეზენტაციების მომზადებაში დახმარებას. პრეზენტაციები აქტივისტებს უნდა წარედგინათ სათემო ლიდერთა ფორუმზეარსებულ კონკურსში - „საუკეთესო სათემო ინიციატივა 2020-2021 წელი“
პროცესში ჩაერთო 5 ბიზნეს კომპანია, 4 პრო ბონო ქსელის წარმომადგენელი: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი და კრისტალი, ასევე ქსელის მეგობარი კომპანია „ალდაგი“
მოკლედ ინიციატივის შესახებ: წეროვანის დევნილთა დასახლება საქართველოს ცენტრალური მაგისტრალის გვერდით მდებარეობს და მიტოვებული თუ დატოვებული ძაღლების თავშესაფრად არის ქცეული. ძაღლების უკონტროლო გამრავლება, გადამდები დაავადებები, ანტისანიტარია, ადამიანების მხრიდან სასტიკი მოპყრობა - იმ პრობლემების არასრული სიაა რის წინაშეც წეროვანის დევნილთა დასახლების ძაღლები ყოველდღიურად დგანან. თორნიკე ჟუჟნიაშვილმა პირველი ძაღლის სტრერილიზაცია საკუთარი ძალებით, დევნილებისთვის განკუთვნილი მცირე დაფინანსებით გააკეთა, შემდეგ სხვა ძაღლების დასახმარებლად სესხი აიღო და ამ პრობლემასთან ბრძოლა დაიწყო, ყველაფრის სათავე კი სწორედ ოთხფეხა მეგობრების დიდი სიყვარული იყო.
ჩატარებული სამუშაო:
პრო ბონო პროექტის მოსამზადებელი პერიოდი ოქტომბერში დაწიყო. კრედო ბანკის წარმომადგენელი მარი ლომაძე აქტიურად ჩაერთო საკონსულტაციო პროცესში თორნიკე ჟუჟნიაშვილთან. კონსულტაციებს კომპანიის მხრიდან 6 შეხვედრა და 5 პრო ბონო საათი დაეთმო.
პრო ბონო მედიაციის შედეგი:
ერთობლივი მუშაობის დროს პრეზენტაციის ფორმატთან დაკავშირებით რამდენიმე ვერია გაჩნდა. რადგან ღონისძიებაზე ძაღლის წაყვანა ვერ მოხერხდებოდა, გადაწყდა რომ ვიდეო კლიპის საშუალებით ეჩვენებინათ წეროვანში არსებული სიტუაცია. საბოლოოდ მომზადდა ვიდეო კლიპი - 6 წუთის ხანგრძლივობით, რომელიც თორნიკეს პრეზენტაციის დროს უკანა ფონზე გადიოდა და ასახავდა წეროვანში ინიციატივის დაწყებამდე და ახლანდელ მდგომარეობას.
9 ნოემბერს, გამართულ ღონისძიებაზე, თორნიკე ჟუჟნიაშვილმა და 'წეროვანის საინიციატივო ჯგუფმა' CSRDG-სა და Credo Bank / კრედო ბანკისაგან ფულადი მხარდაჭერა მიიღო, რითიც მიუსაფარი ცხოველების დახმარებას გააგრძელებენ.
მედიაცია:
პრო ბონო კონსულტაციას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.