საუკეთესო მაგალითები   -  ლექციები და ტრენინგები

კრედო ბანკის პრო ბონო კონსულტაცია ადამიანური რესურსების საკითხებზე 21.04.2023

პრო ბონო პროვაიდერი: კრედო ბანკი

ბენეფიციარი: კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი (თელავი)

საჭიროების აღწერა:

2023 წლის 30 მარტს დაიწყო ვორქშოპების ციკლი, სამუშაოს მოძიების უნარებსა და გასაუბრების ტექნიკებზე. აღნიშნული ტრენინგები ხორციელდება პროექტის - „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში და პროექტს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების (CSRDG) ცენტრი, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად. პროექტის მიზანია ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება და შენარჩუნება გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისათვის.

ჩატარებული სამუშაო:

პრო ბონო კონსულტაციების ფარგლებში, 21 აპრილს, კომპანია კრედოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომელმა ეთუნა ქობალიამ აღნიშნული ვორქშოპის მონაწილეებს ჩაუტარა სიმულაციური გასაუბრებები, მისცა რეკომენდაციები და რჩევები გასაუბრების უნარების დასახვეწად.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

გასაუბრება ჩატარდა ტრენინგის იმ 3 მონაწილესთან, რომლებმაც გამოთქვეს ტრენინგზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების სურვილი.

მედიატორი:

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის.“ პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.