საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
HR საკონსულტაციო პროექტი
24.10.2024 - 29.11.2024
კომპანია: ბანკი კრედო
ბენეფიციარი: ჰოსპისი „ფერიცვალება“
ორგანიზაციის შესახებ:
ჰოსპისი „ფერისცვალება“ თბილისში 2028 წელს დაარსდა, რომლის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს მათი ცხოვრების ყველაზე რთულ მტანჯველ და მნიშვნელოვან მომენტებში: პალიატიური და გერიატრიული მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებსა და მათ ოჯახის წევრებზე ზრუნვა, სულიერი და ფიზიკური მხარდაჭერა, ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, დახმარება მათ ღირსეულ სიცოცხლესა და ღირსეულ გარდაცვალებაში; პალიატიურ და გერიატრიულ მზრუნველობაში ხარისხიანი მოვლისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობა.
ჰოსპისი ფერისცვალება ეხმარება ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ პაციენტებს, რამდენიმე მიმართულებით, აქვთ სასნეულო სახლი და შინმოვლის სამსახური. კერძოდ:
- მონასტრის მიმდებარედ არსებულ სასნეულო სახლში, მოწყალების დები 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ 6 მძიმე პაციენტზე ყოველდღიურად. მომსახურება უსასყიდლოა.
- სამუშაო დღეებში 80 პაციენტთან თბილისის მასშტაბით ხორციელდება 1.5 საათიანი ვიზიტი ბინაზე მათი ფიზიკური მოვლისა და მორალური თანადგომისთვის. მომსახურება უსასყიდლოა.
- ყოველდღიურად 30-მდე პაციენტთან ხორციელდება მზრუნველობა 24 საათიანი შინმოვლის სერვისის ფარგლებში. მომსახურების დრო განისაზღვრება პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. მომსახურება ფასიანია.
საჭიროების აღწერა:
ჰოსპისისთვის აუცილებელია შიდა სტრუქტურის მოწესრიგება, რაც მოიცავს მმართველი რგოლისა და მენეჯმენტის რგოლის ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრას, სუბორდინაციის დადგენას და ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირებას.
განხორციელებული სამუშაოები:
2024 წლის 24 ოქტომბერს ბანკი კრედოს HR დეპარტამენტის თანამშრომელი ინგა თალაკვაძე ჩაერთო პრო ბონო პროექტში. პროექტის მიზანი იყო ჰოსპისის არსებული ორგანიზაციული ჩარტის ანალიზი და მისი მოწესრიგება. ბანკი კრედოს მიერ პრო ბონო აქტივობაში დაიხარჯა 3 საათი და 50 წუთი.
მიღებული შედეგი:
პროექტის ფარგლებში მომზადდა ჰოსპის „ფერიცვალება“-ის ახალი ორგანიზაციული ჩარტი, რომელიც ეფუძნება მმართველი და მენეჯმენტის რგოლების სტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც უზრუნველყოფს შიდა მართვის უფრო ეფექტიანობას.
მედიატორი: პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.