საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო კონსულტაცია საკონკურსო პრეზენტაციის მომზადებაში
პრო ბონო კომპანია: ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი
ბენეფიციარი: „NTI თქვენს სახლში" - ქამრან აფენდიევი, ახალი აზროვნების ინსტიტუტი, ქვემო ქართლი
საჭიროების აღწერა:
2022 წლის სექტემბერ-ნოემბერში, პრო ბონო ქსელის წევრებმა და პარტნიორმა კომპანიებმა განახორციელეს მასშტაბური პრო ბონო პროექტი, რომელიც გულისხმობდა სამოქალაქო აქტივისტების მიერ განხორციელებული ინიციატივების შესახებ პრეზენტაციების მომზადებაში დახმარებას. პრეზენტაციები აქტივისტებს უნდა წარედგინათ სათემო ლიდერთა ფორუმზე არსებულ კონკურსში - „საუკეთესო სათემო ინიციატივა 2020-2021 წელი“
პროცესში ჩაერთო 5 ბიზნეს კომპანია, 4 პრო ბონო ქსელის წარმომადგენელი: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი და კრისტალი, ასევე ქსელის მეგობარი კომპანია „ალდაგი“
მოკლედ ინიციატივის შესახებ: ორგანიზაცია „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“-ს ინიციატივა „NTI თქვენს სახლში“ პანდემიის დროს განხორციელდა. პანდემიასთან დაკავშირებული პირველი რეგულაციები ქვემო ქართლში, მარნეულის რაიონში შემოიღეს, რაც ადგილობრივი მოზარდებისთვის დიდი სტრესი იყო. NTI-მ მოსწავლეთა საჭიროებების გამოსავლენად სატელეფონო კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ მოსწავლეებს სახლიდან გაუსვლელად სჭირდებოდათ სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა და თავადაც ჰქონდათ რამდენიმე იდეა, რომლითაც შეძლებდნენ სტრესის დაძლევას და ამავდროულად განივითარებდნენ შემოქმედებით უნარებს. სწორად ასე შეიქმნა მოსწავლეებისა და ორგანიზაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით კამპანია 'NTI თქვენს სახლში', რომლის მიზანი იყო ბავშვების ნახატების
მიხედვით შექმნილი ილუსტრაციების გაცოცხლება, გახმოვანება და დამონტაჟება. ორგანიზაციის მოხალისე ახალგაზრდების მიერ გახმოვანდა და შეიქმნა ილუსტრაციები: ქართული ხალხური ზღაპრები აზერბაიჯანულ ენაზე, აზერბაიჯანული ხალხური ზღაპრები კი ქართულ ენაზე.
ჩატარებული სამუშაო:
პრო ბონო ჩართულობის პროცესი ოქტომბერში დაიწყო. საბოლოო პროდუქტის მისაღებად საჭირო გახდა 5 შეხვედრა, რომელმაც 6 საათი შეადგინა. ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალის თანამშრომელი ლიკა სალუქვაძე და ქამრან ეფენდიევის ერთობლივი მუშაობის პროცესი საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა.
პრო ბონო მედიაციის შედეგი:
შეხვედრების დროს განისაზღვრა სამოქმედო გეგმა, მომზადდა პრეზენტაციის შინაარსობრივი ნაწილი და თანმიმდევრობა.
9 ნოემბერს, გამართულ ღონისძიებაზე, ქამრან ეფენდიევი ინიციატივით „NTI თქვენს სახლში“ ჟიურის რჩეული გადა, „ახალი აზროვნების ინსტიტუტს“, CSRDG-გან 500 ლარის ხოლო, ბირმინგემის უნივერსიტეტისაგან 500 ფუნტის ოდენობის ფულადი პრიზი გადაეცა.
მედიაცია:
პრო ბონო კონსულტაციას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.